8 სექტემბერს, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ექსპერტები ნატალია შათირიშვილი, გიორგი მუხიგულიშილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული რეფორმებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მარგალიტა არაბიძე, შეხვდნენ ქსელური ინდუსტრიის მარეგულირებელი სამსახურის თავჯდომარეს და ოფისის განყოფილების დირექტორს. მათ გაუზიარეს ინფორმაცია სლოვაკეთში არსებული რეგულაციების შესახებ და ისაუბრეს რეგულაციების პერსპექტივებზე სიახლეების კონტექსტში: დერეგულირების, დეკარბონიზაციისა და დიგიტალიზაციის მიმართ. ხოლო, სლოვაკეთის გარემოს დაცვის სამინისტრომ პრეზენტაციაზე წარმოადგინა სლოვაკეთის კლიმატის ცვლილების ჩარჩო და მისი ურთიერთქმედება ენერგეტიკულ ჩარჩოსთან.
9 სექტემბერს ქართველი ექსპერტები შეხვდნენ სლოვაკეთის ფოტოელექტრონული ინდუსტრიისა და განახლებადი წყაროების ასოციაციის (SAPI), SFPA მიერ ორგანიზებულ ცენტრალურ ევროპული ენერგეტიკულ კონფერენციის CEEC, ეკოლოგიური მშენებლობის საკითხებზე მომუშავე სლოვაკური საბჭოს (SKGBC), და სლოვაკეთის გაზისა და ნავთობის გაერთიანების (SPNZ) წარმომადგენლებს. შეხვედრებზე განხილულ იქნა ენერგეტიკის შემდეგი საკითხები: ენერგო მოხმარების სტრუქტურა, პრობლემები და უსაფრთხოება, ეკოლოგიური შენობები და მარეგულირებელი ჩარჩო.
ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევით ცენტრთან (SFPA) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში.“ ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს SlovakAid და „ფრიდრიხ ებერტის ფონდი.”
6 სექტემბერს, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ექსპერტები ნატალია შათირიშვილი, გიორგი მუხიგულიშილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული რეფორმებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მარგალიტა არაბიძე, სასწვალო ვიზიტით გაემგზავრნენ ბრატისკავაში, სლოვაკეთის რესპუბლიკა. სასწავლო ვიზიტი ხორციელდება „ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში.
სასწავლო ვიზიტის მიზანია ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სახელწმიფო უწყებების და ინსტიტუტების სამუშაო სისტემის და მათი გამოცდილების გაცნობა.
7 სექტემბერს, ექსპერტები ესტუმრნენ სლოვაკეთის ინოვაციებისა და ენერგეტიკის სააგენტო (SIEA), რის შემდეგაც ისინი შეხვდნენ სლოვაკეთის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს. ასევე, მოინახულეს სამშენებლო საცდელი და კვლევითი ინსტიტუტის (TSUS) მიერ განხორციელებადი საპილოტე პროექტი, რომლის ფარგლებშიც დევინსკა ნოვა ვესში მიმდინარეობს 1980-იანებში აშენებული მრავალსართულიანი სახლების კაპიტალური რემონტი.
ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევით ცენტრთან (SFPA) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში.“ ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს SlovakAid და „ფრიდრიხ ებერტის ფონდი.”
ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის (SFPA) კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში.“ ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს SlovakAid და „ფრიდრიხ ებერტის ფონდი.”
პროექტის ფარგლებში 10 აგვისტოს, Zoom-ის პლატფორმაზე გაიმართა ენერგოუსაფრთხოების საკითხზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრა. მას ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი და სლოვაკი ექსპერტების მიერ ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე მომზადებული დოკუმენტები. ქართველმა ექსპერტებმა ისაუბრეს საქართველოში არსებულ ენერგოუსაფრთხოების შეფასების ინდიკატორებზე, ხოლო სლოვაკმა ექსპერტმა მონაწილეებს გააცნო სლოვაკეთსა და ევროკავშირის რიგ ქვეყნებში არსებული შეფასების ინდიკატორები.
პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია. შეხვედრას მოდერაცია გაუწიეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული ენერგეტიკული რეფორმებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ქ-ნმა მარგალიტა არაბიძემ და ანალიტიკური ცენტრის - "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" (WEG) დირექტორმა და ენერგეტიკის დარგში ექსპერტმა, ბ-მა მურმან მარგველაშვილმა.
მომდევნო შეხვედრებზე ექსპერტები ისაუბრებენ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, და შეაფასებენ საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ასევე, სლოვაკ ექსპერტებთან ერთად ისინი შეიმუშავებენ რეკომენდაციებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის.