ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი დაფუძნდა 2010 წელს. იგი წარმოადგენს საჯარო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე არამომგებიან, პოლიტიკურად ნეიტრალურ, არასამთავრობო ორგანიზაციას.

ხედვა

საქართველო - ერთიანი, თავისუფალი, აყვავებული და მშვიდობიანი.

მისია

კარგი მმართველობისა და ეფექტიანი გადაწყვეტილებების ხელშეწყობა. ამ მიზნით, საქართველოს წინაშე ადგილობრივ, ეროვნულ და გლობალურ დონეზე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე რეაგირებისთვის მოსაზრებების და რეკომენდაციების შემუშავება.

იდეოლოგია

 

  1. ჩვენ გვჯერა, რომ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მუდმივი სრულყოფა საქართველოს წარმატების საწინდარია.
  2. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ბუნებრივი პოლიტიკური და კულტურული ნავსაყუდელი ევროპაა.
  3. ჩვენ გვჯერა, რომ ევროპაში ფეხის მოკიდებისკენ სწრაფვა შესაძლებელია და უნდა შეეხამოს კიდეც როგორც მეზობლებთან, ისე შორეულ პარტნიორებთან მშვიდობიანი და ორმხრივსასარგებლო ურთიერთობების განვითარებას.
  4. ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ ნებაყოფლობითი შერიგების საფუძველზე შეიძლება მოიძებნოს საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტების გრძელვადიანი გადაწყვეტა.
  5. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს გეოგრაფია და მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობა ქმნის მდიდარ საფუძველს მომავალი კეთილდღეობისთვის.

 

რას ვაკეთებთ

 

  1. ჩვენ ვახორციელებთ როგორც საჯარო პოლიტიკის კვლევის, ისე ადვოკატირების პროექტებს.
  2. ჩვენ ვატარებთ ლექციებს და შესაძლებლობათა გაძლიერების ტრენინგებს.
  3. ჩვენ ხელს ვუწყობთ აკადემიურ და საჯარო დისკუსიებს.
  4. ჩვენი პარტნიორები შეიძლება იყვნენ სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.
  5. ჩვენ ვნერგავთ სიახლეებს, ვსწავლობთ და ვაზიარებთ ცოდნას და გამოცდილებას.
  6. ჩვენ ხელს ვუწყობთ საუნივერსიტეტო განათლებას და გავცემთ სტიპენდიებს.
  7. ჩვენ ვცდილობთ მოვერგოთ მუდმივად ცვალებად გარემოს.