ამა წლის 23 ოქტომბერს შუახევის მუნიციპალიტეტში პროექტის „ასწავლე მაცნეს" ფარგლებში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა სასწავლო შეხვედრა აჭარის რელიგიურ უმცირესობებთან. 

ამა წლის 10 ოქტომბერს ქ. ახალციხეში, სასტუმრო „ ჯინო ველნეს რაბატში“ , პროექტის „ასწავლე მაცნეს" ფარგლებში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა სასწავლო შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის რელიგიურ უმცირესობებთან. 

6-7 ოქტომბერს, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა შეხვედრები ახალციხესა და ახალქალაქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებსა და ქალ ამომრჩევლებს შორის. 

2 ოქტომბერს, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა შეხვედრა მარნეულში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებსა და ქალ ამომრჩევლებს შორის.

ა.წ. 2 ოქტომბერს, 15:00 საათზე მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართება შეხვედრა მოახლოვებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მარნეულში წარდგენილ მერობის კანდიდატებთან. აღნიშნულ შეხვედრაზე ამომრჩევლებს საშუალება ექნებათ კანდიდატებთან განიხილონ ის საკითხები და პრობლემები რომლებიც მათ აწუხებთ.

 

21, 22 და 23 სექტემბერს, ქ. მარნეულში, ქ. ახალციხესა და ქ. ახალქალაქში, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა დისკუსიები თემაზე - „ქალთა საჭიროებები და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები". 

17 სექტემბერს, 12:00 საათზე, ქ. ახალქალაქში, GFSIS-ის რეგიონალურ ოფისში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა ტრეინინგი თემაზე - „გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში“. 

14 სექტემბერს, ქ. ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა რიგით მე-2 ტრეინინგი თემაზე - „გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში“.

13 სექტემბერს, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა რიგით მე-2 ტრეინინგი თემაზე - „გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში“. შეხვედრა გაიმართა პროექტის „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალი ამომრჩევლის ჯგუფის ფორმირება" ფარგლებში. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში USAID-ის დაფინანსებით. პროექტი მოიაზრებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალი ამომრჩევლებისთვის ტრეინინგების ჩატარებას, როგორც თვითმმართველობის არჩევნებზე და აქტიურ მოქალაქეობაზე, ასევე ქალთა უფლებებზე. პროექტის მიზანია ქალთა კეთილდღეობის ხელშეწყობა და მათი აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბება.

10 აგვისტოს, 12:00 საათზე, ქ. ახალციხეში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა ტრეინინგი თემაზე - „არჩევნები და აქტიური მოქალაქეობა“.