დასახელება:  საქართველოს მომავალი

ხანგრძლივობა:  აგვისტო 1, 2020 - დეკემბერი 31, 2021

ბიუჯეტი:  193,964 EUR

დონორი:  შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს შორის სტრქუტურულ დიალოგს ქვეყანაში მიმდინარე სოციალური ტრანსფორმაციის ცალკეული ასპექტების შესახებ. 

პროექტის ფარგლებში განხორციელდება საქართველოს ამჟამინდელი იდენტობის ყოვლისმომცველი ანალიზი, რაც ქვეყნის მომავალი პრიორიტეტების შესახებ საგნობრივი დისკუსიის საფუძველს შექმნის. ასევე, განხილულ იქნება სხვადასხვა ევროპული ერი-სახელმწიფოს მოდელი, მათი უპირატესობები და ნაკლოვანებები. ეტაპობრივი მიდგომა ხელს შეუწყობს ქვეყნის ყველაზე დიდი და გრძელვადიანი პრობლემის -  გაჭიანურებული კონფლიქტებისთვის თანმიმდევრული, გააზრებული და სტრატეგიული მიდგომის ჩამოყალიბებას. სამიზნე აუდიტორია იქნება ქართული საზოგადოების გავლენიანი და გადაწყვეტილების მიმღები პირები, ასევე პარტნიორები მთავრობაში, საერთაშორისო საზოგადოებასა დაფინანსების წრეებში.

დასახელება:  შიდა დიალოგის გაძლიერება კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანფორმაციისთვის საქართველოში

ხანგრძლივობა:  სექტემბერი 1, 2020 - აგვისტო 31, 2022

ბიუჯეტი:  147,730 EUR

დონორი:  შვეიცარიის საელჩო; ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის ოფისი; კავკასიის სახლი; ნაციონალიზმისა და კონფლიქტების შესწავლის ინსტიტუტი (ISNC)

პროექტის მიზანია სახელმწიფო სტრუქტურებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის დიალოგის ხელშეწყობა კონფლიქტის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე; საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის საშუალო რგოლის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება და ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერება კონფლიქტების ტრანსფორმაციის შესახებ.

დასახელება:  ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში (ნაწილი 2)

ხანგრძლივობა:  ნოემბერი 1, 2020 - მარტი 31, 2022

ბიუჯეტი:  112,982 EUR

დონორი:  Slovak Foreign Policy Association, ფრიდრიხ ებერტის ფონდი.

პროექტის მთავარი მიზანია; პირდაპირი, გამჭვირვალე და ღია დიალოგის სტიმულირება ქვეყნებს, სამიზნე ჯგუფებს შორის,
მათთვის სხვადასხვა ქსელის ექსპერტის ინფორმაციისა და უკუკავშირის მიწოდება.
აგრეთვე, ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობის ხელშეწყობა დისკუსიაში, რომელიც ეხება ევროპის ძირითადი საკითხებს.
საქართველოს ინტეგრაცია და მისი საბოლოო წარმატება, საერთო პოლიტიკური ინტერესების მქონე ჯგუფების ფორმირების ხელშეწყობა.

დასახელება:  ვგეგმავთ ნაბიჯებს მშვიდობიანი მომავლისთვის

ხანგრძლივობა:  მაისი 1, 2020 - აპრილი 30, 2022

ბიუჯეტი:  $106,120

დონორი:  National Endowment for Democracy

პროექტის მიზანია, საზოგადოებრივი განხილვისა და საქართველოს მთავრობის პოლიტიკის კრიტიკული გადაფასების წახალისება
აფხაზეთის მიმართ, აგრეთვე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თემებს შორის ნდობისა და თანამშრომლობის გაზრდა.

დასახელება:  ენობრივი საკითხები: ქართულ – ოსური კონფლიქტების მასშტაბით საკომუნიკაციო სტრატეგიების განხილვა

ხანგრძლივობა:  14 თებერვალი, 2021 - 14 ივლისი, 2021

ბიუჯეტი:  28,569.75 EUR

დონორი:  European Union Monitoring Mission, ფრიდრიხ ებერტის ფონდი - საქართველო

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მედიის როლს ქართულ-ოსური კონფლიქტის მიმართ დამოკიდებულების შეცვლაში.
კონფლიქტის გარდაქმნის შესახებ, მისი გაშუქებისას, ქართველი და სამხრეთ ოსეთის მედიის პროფესიონალების
ინფორმირებულობა აუცილებელია, უფრო ტოლერანტული და პოლიტიკურად ნაკლებად მგრძნობიარე ენის შემუშავებაში.