29 ოქტომბერს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა, გამართა დისკუსია თემაზე "სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული და სატრანსპორტო დერეფანი ახალ გეოპოლიტიკურ გარემოში“.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა და სხვა წარმომადგენლებმა. დისკუსიის დროს განხილული იქნა სამხრეთ კავკასიაში ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე და შესაძლო ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი მნიშნელობა ახალ რეალიებში. 
შეხვედრამ შესაძლებლობა მისცა ყველა მონაწილეს ემსჯელა გეოპოლიტიკურ და კომერციულ კონტექსტში სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნის განვითარებაზე, მის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე.

2015 წლის 15 მაისს, ვაშინგტონში, ბრუკინგსის ინსტიტუტში ლევან მიქელაძის სახელობის კავკასიის კვლევების ფონდისა და ბრუკინგსის ინსტიტუტის აშშ-ისა და ევროპის ცენტრის თანამშრომლობით ჩატარდა კონფენცია თემაზე: ,,საქართველო უსაფრთხოების ახალ გარემოში". 
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ აშშ-ს ადმინისტრაციისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები და ვაშინგტონში მოღვაწე ამერიკელი ექსპერტები. დისკუსიებში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ერიკ რუბინმა, ვიცე-პრეზიდენტის სპეციალურმა მრჩეველმა მაიკლ კარპენტერმა, სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფიტმა, მსოფლიო ბანკის საქართველოს ოფიცერმა კლარა პიტალისმა, აშშ-ს ყოფილმა ელჩებმა საქართველოში კენეტ იალოვეცმა და უილიამ კორტნიმ, აშშ-ს ყოფილმა ელჩმა ნატო-ში კურტ ვოლკერმა, ცნობილმა ექსპერტებმა ტომას დე ვაალმა, მაიკლ ჩეჩირემ, ჯეიმს მაკდუგალმა, ენდერს ვიმბუშმა, ფიონა ჰილმა.