პროექტ "ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში" ფარგლებში 15 ოქტომბერს, საინფორმაციო ცენტრში ნატო და ევროკავშირის შესახებ, გაიმართა ენერგოუსაფრთხოების საკითხზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის რიგით მესამე შეხვედრა.
ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის (SFPA) კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში.“ ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს SlovakAid და „ფრიდრიხ ებერტის ფონდი.”
პროექტის ფარგლებში 15 ოქტომბერს საინფორმაციო ცენტრში ნატო და ევროკავშირის შესახებ გაიმართა ენერგოუსაფრთხოების საკითხზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის რიგით მესამე შეხვედრა. მას ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გათვალისწინებით, მონაწილეების გარკვეული რაოდენობა შეხვედრას Zoom-ით ადევნებდა თვალყურს.
შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი და სლოვაკი ექსპერტების მიერ ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე მომზადებული დოკუმენტები. ქართველმა ექსპერტებმა ისაუბრეს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების რაოდენობრივ შეფასებაზე, ხოლო სლოვაკმა ექსპერტმა მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების შესახებ.
პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია. შეხვედრას მოდერაცია გაუწიეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული ენერგეტიკული რეფორმებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა ბ-ნმა ომარ წერეთელმა და ანალიტიკური ცენტრის - "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" (WEG) დირექტორმა და ენერგეტიკის დარგში ექსპერტმა, ბ-მა მურმან მარგველაშვილმა.
ქართველი ექსპერტები სლოვაკ კოლეგასთან ერთად შეიმუშავებენ რეკომენდაციებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის.