პროექტ "ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში" ფარგლებში 16 დეკემბერს, გაიმართა საქართველოს საგარეო კომუნიკაციების საკითხზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის პირველი შეხვედრა.
ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის (SFPA) კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში.“ ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს SlovakAid და „ფრიდრიხ ებერტის ფონდი.”
პროექტის ფარგლებში 16 დეკემბერს, სასტუმროში „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი ჭავჭავაძე“ გაიმართა საგარეო კომუნიკაციების საკითხზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის პირველი შეხვედრა. მას ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები, წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი და სლოვაკი ექსპერტების მიერ საგარეო კომუნიკაციების საკითხებზე მომზადებული დოკუმენტი. ქართველმა ექსპერტმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განიხილა საქართველოს საგარეო კომუნიკაციის სტრატეგიის კონცეფცია. ხოლო, სლოვაკმა ექსპერტმა, ონდრეი გაზოვიჩმა ისაუბრა თემაზე „სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული ბრენდინგი და სტრატეგიული კომუნიკაცია.“ პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია.
შეხვედრას მოდერაცია გაუწიეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და საინფორმაციო დეპარტამენტის დირექტორმა, მარინე ნარჩემაშვილმა და ფონდის - ღია საზოგადოება - საქართველო, ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა, ივანე ჩხიკვაძემ.
შემდეგ შეხვედრებზე სამუშაო ჯგუფი გააგრძელებს საქართველოს საგარეო კომუნიკაციის სტრატეგიის კონცეფციაზე მუშაობას.