პროექტის "ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში" ფარგლებში ფონდის ექსპერტები სასწავლო ვიზიტით გაემგზავრნენ სლოვაკეთის რესპუბლიკაში

6 სექტემბერს, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ექსპერტები ნატალია შათირიშვილი, გიორგი მუხიგულიშილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული რეფორმებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მარგალიტა არაბიძე, სასწვალო ვიზიტით გაემგზავრნენ ბრატისკავაში, სლოვაკეთის რესპუბლიკა. სასწავლო ვიზიტი ხორციელდება „ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში.

სასწავლო ვიზიტის მიზანია ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე  მომუშავე სახელწმიფო უწყებების და ინსტიტუტების სამუშაო სისტემის და მათი გამოცდილების გაცნობა.

7 სექტემბერს, ექსპერტები ესტუმრნენ სლოვაკეთის ინოვაციებისა და ენერგეტიკის სააგენტო (SIEA), რის შემდეგაც ისინი შეხვდნენ სლოვაკეთის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს. ასევე, მოინახულეს სამშენებლო საცდელი და კვლევითი ინსტიტუტის (TSUS) მიერ განხორციელებადი საპილოტე პროექტი, რომლის ფარგლებშიც დევინსკა ნოვა ვესში მიმდინარეობს 1980-იანებში აშენებული მრავალსართულიანი სახლების კაპიტალური რემონტი.

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევით ცენტრთან (SFPA) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში.“ ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს SlovakAid და „ფრიდრიხ ებერტის ფონდი.”

7-09-2021