არჩილ გეგეშიძე 2016 წლის ნოემბერში დაინიშნა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელ დირექტორად. მანამდე იგი იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შეერთებულ შტატებში, სადაც სამ წელზე მეტი იმუშავა. ელჩად დანიშვნამდე არჩილ გეგეშიძე აკადემიურ სფეროში მოღვაწეობდა, კერძოდ გახლდათ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მკვლევარი. აღნიშნულ ორგანიზაციაში ა. გეგეშიძის ათ წელზე მეტი ხნის მუშაობა დაკავშირებული იყო კვლევებსა და სწავლებებთან.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდში მუშაობამდე, ა. გეგეშიძემ აკადემიური წელი გაატარა სტენფორდის უნივერსიტეტში ფულბრაიტის მოწვეული მკვლევარის რანგში.
1992-2000 წლებში, ა. გეგეშიძე მუშაობდა საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მეთაურის თანაშემწედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და საქართველოს პრეზიდენტის უფროს მრჩევლად საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.
ა. გეგეშიძე თავისუფლად საუბრობს ინგლისურ და რუსულ ენებზე. იგი ასევე ფლობს ფრანგულსა და რამდენიმე აღმოსავლურ ენას.
სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში აქვს 20 წლიანი გამოცდილება პროექტების მართვისა და მენეჯმენტში. 2007 წლიდან, ექსპერტის თანამდებობაზე ყოფნისას, აქტიურად იყო ჩართული საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხებში, სადაც დახმარებას უწევდა სხვადასხვა სამინისტროებსა და სააგენტოებს ევროკავშირთან დაახლოვებისა და ჰარმონიზაციის პროცესში. ეკატერინე ლევან მიქელაძის სახელობის ფონდს შეურთდა 2015 წელს.
თამთა დარსალია LMF - ში გაწევრიანდა 2019 წლის მაისში და არის პროექტის ასისტენტი, უზრუნველყოფს ტექნიკურ და ლოგისტიკურ
მხარდაჭერას ფონდში მიმდინარე პროექტებისთვის.
თამთას მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერების
ფაკულტეტზე. 2018 წლიდან ის ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა კათედრის ეროვნული და ეთნიკური კვლევების
სამაგისტრო პროგრამაზე. 2016 წლამდე მუშაობდა კვლევითი პროექტების ორგანიზატორად არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდობის თაობაში".
2016-2018 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპლექსური განვითარების კვლევითი ცენტრის საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელი.
თამთას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ადგილობრივ, საერთაშორისო კონფერენციებსა და პროექტებში.
მან ასევე თარგმნა რამდენიმე სამეცნიერო წიგნი რუსულ და ქართულ ენებზე, მათ შორის აღსანიშნავია ე.პატაშნიკი "რეფორმა რისკზე:
რა ხდება ძირითადი პოლიტიკის შეცვლის შემდეგ?".
ნატალი ჭუმბურიძე ლევან მიქელაძის სახელობის ფონდში 2019 წელს სტაჟიორის პოზიციას იკავებდა, ხოლო დღეს ის პროექტის კოორდინატორად მუშაობს. ნატალიმ 2019 წელს დაამთავრდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. სანამ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდს შემოუერთდებოდა, ნატალიმ სტაჟირება გაიარა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტში Improving Rural Development in Georgia. ნატალის ასევე მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ პროექტში. მათ შორის აღსანიშნავია ესტონეთის ატლანტიკური ასოციაციის მიერ ორგანიზებული ‘’ბალტიისპირეთ-რუსეთის შესახებ ახალგაზრდული ფორუმი’’ ვილნიუსში და ევროკავშირისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის მიერ (ICMPD) ორგანიზებული საზაფხულო სკოლა მიგრაციის შესახებ.
მარიამმა დაამთავრა Empire State College/University of New York in Prague და ბაკალავრის საერთაშორისო და ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით ორმაგი ხარისხი მიიღო. სწავლის პროცესში მან დაწერა არაერთი კვლევითი დოკუმენტი, რომლებიც ეხებოდა საერთაშორისო კონფლიქტებისა და უსაფრთხოების, თანამედროვე დიპლომატიისა და პოლიტიკური სისტემების საკითხებს. მისი სადიპლომო ნაშრომი ეხებოდა "ჰუმანიტარული ინტერვენციის საერთაშორისო სამართლებრივ და მორალურ ასპექტებს. 2014 წელს მან გაიარა ორ თვიანი სტაჟირების პროგრამა "თბილისის ბიზნეს-საკონსულტაციო ცენტრში", სადაც ტექნიკურ მხარდაჭერას უწევდა სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებს.
მარიამი 2015-2018 წლებში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდში მუშაობდა კოორდინატორის პოზიციაზე. მისი მოვალეობები გულისხმობდა პროექტებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაგეგმვას, განხორციელებას, ანგარიშების მომზადებას და კომუნიკაციას დონორებთან, სამთავრობო უწყებებთან, ექსპერტებთან და პროექტის სხვა მონაწილეებთან. მარიამი აგრეთვე ადმინისტრირებას უწევდა მისი კოორდინირებით მიმდინარე პროექტების ვებგვერდებს.
მარიამი ფლობს ქართულ, ინგლისურ, რუსულ და გერმანულ (საბაზისო) ენებს.
ნათია ღვინჯილიამ 2016 წელს დაამთავრა წმინდა დავითის სამების უელსის უნივერსიტეტი და მიიღო მაგისტრის ხარისხი სპეციალობაში - ბიზნესის ადმინისტირება. სამაგისტრო თეზისი დაიცვა საქართველოში ევროკავშირის პროექტების ეფექტურ მართვაზე. 2001 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ინგლისური ენისა და ლიტერატურის მიმართულებით თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპულ ენათა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასრულების შემდეგ.
მას აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობისა და ევროკავშირის პროექტების მართვის რამდენიმე წლიანი გამოცდილება.
ნათია 2016-2017 წლებში მუშაობდა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდში პროექტის კოორდინატორად. პროექტის ფარგლებში ორგანიზებას უწევდა საინფორმაციო შეხვედრებსა და სემინარებს საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში რელიგიურ ლიდერებისათვის. უზრუნველყოფდა რელიგიურ და ეთნიკური უმცირესობებთან, სახელმწიფო ინსტიტუტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დონორებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან ეფექტურ თანამშრომლობას; ხელს უწყობდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, კომუნიკაციასა და გამოცდილების გაზიარებას ყველა დაინტერესებული მხარესა და პროექტის სამიზნე ჯგუფებს შორის.
ნათია ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.
თამარმა ბაკალავრის ხარისხი მიიღო ვარშავაში, 2012-15 წლებში “ლაზარსკის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპამცოდნეობის განხრით. ასევე მოიპოვა ბრიტანეთის „ქოვენთრის უნივერსიტეტის“ ბაკალავრის დიპლომი იგივე სპეციალობით. საბაკალავრო ნაშრომი დაიცვა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თამარი მუშაობდა 'ბრიტანეთის საბჭო საქართველოში' მომხმარებელთა მომსახურებისა და პროექტების ასისტენტის თანამდებობაზე, სადაც ჩართული იყო ორგანიზაციის სხვადასხვა ღონისძიებებსა და საქმიანობაში.
ამჟამად სწავლობს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამაგისტრო პროგრამაზე საჯარო პოლიტიკის მიმართულებით.
თამარს მოპოვებული აქვს ორენოვანი სერთიფიკატი შვეიცარიის მიერ აკრედიტირებულ საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამაში. იგი არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ერასმუს +“-ის გამარჯვებული.
თამარი (თათი) 2015-2019 წლებში მუშაობდა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდში პროექტის კოორდინატორად. მისი მოვალეობები მოიცავდა პროექტის ფარგლებში დასახული ღონისძიებების დაგეგმვას, ორგანიზებას და განხორციელებას რეგიონებში (ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი); ანგარიშების მომზადებას, დონორთან კომუნიკაციასა და კოორდინაციას; სხვადასხვა აქტივობების მზადების პროცესსში ჩართულობას და ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებას; ეფექტურ კომუნიკაციას/კოორდინაციას პარტნიორ ორგანიზაციებთან, სახელმწიფო უწყებებთან, საელჩოებთან და დაინტერესებულ მხარეებთან; რეგიონებში აქტივობების დაგეგმვას, სამიზნე ჯგუფებთან ეფექტურ თანამშრომლობასა და სხვადასხვა სექტორის ჩართულობას პროექტის წარმატებით განხორციელებაში;
თამარი (თათი) ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, და რუსულ ენებს.