პარასკევს, 11 მარტს, 2016, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში“ ფარგლებში, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა რიგით პირველი სასწავლო შეხვედრა მარნეულში.
პროექტი ითვალისწინებს ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაღრმავებას და ამ საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებას.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედიის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა.
შეხვედრას უძღვებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი - ეკატერინე ხოსიტაშვილი, საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ კოორდინატორი ქვემო ქართლის რეგიონში - მარიამ ლიპარტელიანი და საინფორმაციო ვებ პორტალის “ევროპა საქართველოსთვის” წარმომადგენელი მაიკო გაბულდანი.
საინტერესო დისკუსია შედგა ვიზა ლიბერალიზაციისა და ‘ღრმა და ყოვლისცმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA)’-ის შესახებ. შეხვედრა ასევე შეეხო ასოცირების ხელშეკრულების მითებსა და რეალობის თემებს.
პროექტი ხორციელდება ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“-თან თანამშრომლობითა და ფინანსური ხელშეწყობით.
ოთხშაბათს, 2 მარტს, 2016, 11:00-14:30 საათზე კანცელარიის შენობაში,
ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა სამუშაო ჯგუფის რიგით პირველი შეხვედრა თემაზე “დიალოგი სტრატეგიულ კომუნიკაციაზე”. ღონისძიება გახსნა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქუტრებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, პაპუნა შენგელაიამ, თანათავმჯდომარეები იყვნენ სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ქალბატონი ვეკა მოდებაძე და ქალბატონი ლიკა ბასილაია-შავგულიძე, საინფორმაციო პორტალის - "ევროპა საქართველოსთვის" - მთავარი რედაქტორი, კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრის დამფუძნებელი. შეხვედრა იმართება პროექტის “ევროკავშირის ეროვნული კონვენცია საქართველოზე” ფარგლებში.
სამშაბათს 1 მარტს, 2016, 14:00-17:00 საგარეო საქმეთა სამინისტროს ტრეინინგ-ცენტრში, ჩიტაძის N4. „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა“ გამართა სამუშაო ჯგუფის რიგით პირველი შეხვედრა თემაზე „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე“. სესიის თანათავმჯდომარეები იყვნენ ქალბატონი მარიკა გაბუნია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს, საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და მიხეილ სხიერელი, რეგიონალური პროგრამის მენეჯერი -PMCG.
29 დეკემბერს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი და მისი ხელმძღვანელი, დავით ზალკალიანი, აბანოთუბანში დახვდნენ და უმასპინძლეს პანკისიდან ჩამოსულ 25 ბავშვს.
პანკისის ხეობის მოსახლეობა რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება. პანკისელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, არ არიან სრულყოფილად ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. ამ ტენდენციის პრევენციისთვის, აუცილებელია მათ უფრო მეტი ყურადღება მიქცეს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ზემოთ აღნიშნული საქველმოქმედო ღონისძიება.
22 დეკემბერს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა საჯარო ლექცია: „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) და საქართველოს ეკონომიკური დიპლომატია“. ლექცია წაიკითხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბატონმა მიხეილ ჯანელიძემ. მან ისაუბრა DCFTA-ს მნიშვნელობაზე, სტრუქტურაზე, შინაარსსა და იმ რთულ და გრძელ გზაზე, რომლის წარმატებით გავლის შედეგად საქართველოს მიეცა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეალიზაციის შესაძლებლობა. მან აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება არის, როგორც ეკონომიკური ასევე პოლიტიკური ხასიათის მატარებელი, რაც მომავალში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს კიდევ უფრო გააძლიერებს. საუბარი ასევე შეეხო იმ პრინციპებს, რომლებსაც ემყარება ქვეყნის ეკონომიკური დიპლომატია და სავაჭრო პოლიტიკა; მათი პრაქტიკაში რეალიზება ხდება, როგორც საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ცვლილებების, ასევე ქვეყანაში მიმდინარე რეგიონული პროექტების სახით. დამსწრე საზოგადოებამ ყველა დასმულ კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღო.
30 ნოემბერს - 4 დეკემბერს, პროექტს „ევროკავშირის ეროვნული კონვენცია საქართველოშის“ ფარგლებში, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის პროექტების დირექტორი, ქ-ნი ეკატერინე ბარამიძე და ფინანსური მენეჯერი, ქ-ნი ეთერ საჯაია სამუშაო ვიზიტით იმყოფებედნონ ბრატისლავაში.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება Slovak Aid-ის ფინანსური ხელშეწყობითა და სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევით ცენტრთან (SFPA) თანამშრომლობით. პროექტი ითვალისწინებს საჯარო დისკუსიებსა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებასა და ამ საკითხზე სამოქალაქო საზოგადობის ინფორმირებას.
8 დეკემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა საჯარო ლექცია: „საქართველო - რუსეთის ურთიერთობები: ჩიხიდან გამოსვლის ძიებაში“. ლექცია წაიკითხა საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ბატონმა ზურაბ აბაშიძემ. მან ისაუბრა საქართველო-რუსეთ შორის არსებული არაფორმალური დიალოგის მნიშვნელობაზე, შედეგებსა და მოლოდინებზე. დამსწრე საზოგადოებისთვის ასევე ცნობილი გახდა ამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპორტო კავშირებისა და ჰუმანიტარული საკითხების ამსახველი სტატისტიკური მონაცემები.
19 ნოემბერს, კლუბ "ფრონტლაინში" ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა საჯარო ლექცია: “საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება და ევროკავშირის გაფართოება”. ლექცია წაიკითხა მარიამ რაქვიაშვილმა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. ლექცია გაიმართა პროექტის „საჯარო ლექციები საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ეროვნული უსაფრთხოების სირთულეებზე“ ფარგლებში, რომლის მიზანია სტუდენტების ცნობიერების ამაღლება საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების გამოწვევებზე. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ამერიკაში დაფუძნებული ორგანიზაციის „ლევან მიქელაძის სახელობის კავკასიური სწავლების ცენტრი“-ს მხარდაჭერით.
12 ნოემბერს, კლუბ „ფრონტლაინ“- ში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა ლექცია საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის თემაზე „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია“. ლექცია წაიკითხა 2012-2014 წლებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა NATO-ში, ამჟამად, „საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრი“-ს დირექტორმა ბატონმა ლევან დოლიძემ. ლექციის ფარგლებში გაიმართა საინტერესო დისკუსია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე, მათ შორის იმ მოლოდინებზე, რომლებიც გვაქვს მოახლოებულ ნატოს მინისტერიალთან და 2016 წლის ვარშავის სამიტთან დაკავშირებით. საუბარი ასევე შეეხო იმ გეოპოლიტიკურ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე.
ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა, განახორციელა პროექტი: "სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო განათლების ხელშეწყობა". პროექტის ფარგლებში გამოიკითხა თსუ, ქუთაისის, თელავის და ბათუმის უნივერსიტეტების 1150 სტუდენტი. გამოვლინდა სტუდენტთა მომსახურებასა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემები. მიღებული შედეგების საფუძველზე შეიქმნა ანალიტიკური მოხსენება.
9 ნოემბერს, 16 საათზე, თსუ პირველ კორპუსში (აუდ. 107) ჩატარდება პროექტის პრეზენტაცია. (ანალიტიკური მოხსენების განხილვა)