30 ნოემბერს - 4 დეკემბერს, პროექტს „ევროკავშირის ეროვნული კონვენცია საქართველოშის“ ფარგლებში, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის პროექტების დირექტორი, ქ-ნი ეკატერინე ბარამიძე და ფინანსური მენეჯერი, ქ-ნი ეთერ საჯაია სამუშაო ვიზიტით იმყოფებედნონ ბრატისლავაში.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება Slovak Aid-ის ფინანსური ხელშეწყობითა და სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევით ცენტრთან (SFPA) თანამშრომლობით. პროექტი ითვალისწინებს საჯარო დისკუსიებსა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებასა და ამ საკითხზე სამოქალაქო საზოგადობის ინფორმირებას.
გარდა საუშაო შეხვედრებისა პროექტის პარნიორებთან, შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრო ორგანიზაციებთან.
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩთან აღმოსავლური პარტიორობის საკითხებში, ბატონ დუსან დაჩოსთან შეხვედრისას მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოში პოლიტიკური მოვლენების და რეგიონში არსებული პროცესების მიმოხილვა. შეხვედრაზე, სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ იან ფიგელმა და ქრისტიან დემოკრატიური პარტიის წამომადგელენლმა მარტინ დილონგმაც დაადასტურეს სლოვაკეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე და ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
ევროკომისიის პრესისა და პოლიტიკური სექციის ხელმძღვანელმა ბრატისლავაში, ანრეი კრალიკმა მიმოიხილა ის ქმედებები და ღონისიებები, რომლებიც უნდა იქნეს გამოყენებული საზოგადოებასთან კომუნიკაციის დროს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა კონსულტაცია Slovak Aid-ის პროექტების მენეჯრთან ქალბატონ იზაბელა ნაგიოვასთან. ფონდის წარმოამდგენლები ასევე მიიღი ბრატისლავაში საქართველოს ელჩმა, ბატონ ალექსანდრე ნალბანდოვმა.
სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის (SFPA) დირექტორმა, ბატონ ალექსანდრე დულებამ, ისაუბრა ამ პროექტის საჭიროებაზე და მოსალოდნელ პოზიტიურ შედეგებზე, როგორც სლოვაკეთისთვის, ასევე საქართველოსთვის. ვიზიტის ფარგლებში ერთხმად გაჟღერდა, რომ სლოვაკეთი პრიორიტეტულ ქვეყნად მიიჩნევს საქართველოს კავკასიის რეგიონში და მისი მისწრაფებებისადმი ოპტიმისტური დამოკიდებულება აქვს.