საჯარო ლექცია: „საქართველო - რუსეთის ურთიერთობები: ჩიხიდან გამოსვლის ძიებაში“

8 დეკემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა საჯარო ლექცია: „საქართველო - რუსეთის ურთიერთობები: ჩიხიდან გამოსვლის ძიებაში“. ლექცია წაიკითხა საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ბატონმა ზურაბ აბაშიძემ. მან ისაუბრა საქართველო-რუსეთ შორის არსებული არაფორმალური დიალოგის მნიშვნელობაზე, შედეგებსა და მოლოდინებზე. დამსწრე საზოგადოებისთვის ასევე ცნობილი გახდა ამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპორტო კავშირებისა და ჰუმანიტარული საკითხების ამსახველი სტატისტიკური მონაცემები. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს სამეზობლოსა და რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებს, რომელშიც ჩართულია რუსეთის ფედერაცია და რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს საქართველოზე. ლექციის მსვლელობისას სტუდენტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს გამართულ დისკურიაში. ზურაბ აბაშიძემ ამომწურავი პასუხები გასცა ყველა დასმულ შეკითხვას.

ლექცია გაიმართა პროექტის „საჯარო ლექციები საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ეროვნული უსაფრთხოების სირთულეებზე“ ფარგლებში, რომლის მიზანია სტუდენტების ცნობიერების ამაღლება საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების გამოწვევებზე. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ამერიკაში დაფუძნებული ორგანიზაციის „ლევან მიქელაძის სახელობის კავკასიური სწავლების ცენტრი“-ს მხარდაჭერით.

დიდი მადლობა ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრს თანამშრომლობისთვის.

8-12-2015