რიგით პირველი სასწავლო შეხვედრა მარნეულში

პარასკევს, 11 მარტს, 2016, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში“ ფარგლებში, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა რიგით პირველი სასწავლო შეხვედრა მარნეულში. 
პროექტი ითვალისწინებს ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაღრმავებას და ამ საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებას.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედიის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა. 
შეხვედრას უძღვებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი - ეკატერინე ხოსიტაშვილი, საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ კოორდინატორი ქვემო ქართლის რეგიონში - მარიამ ლიპარტელიანი და საინფორმაციო ვებ პორტალის “ევროპა საქართველოსთვის” წარმომადგენელი მაიკო გაბულდანი.
საინტერესო დისკუსია შედგა ვიზა ლიბერალიზაციისა და ‘ღრმა და ყოვლისცმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA)’-ის შესახებ. შეხვედრა ასევე შეეხო ასოცირების ხელშეკრულების მითებსა და რეალობის თემებს. 
პროექტი ხორციელდება ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“-თან თანამშრომლობითა და ფინანსური ხელშეწყობით. 

11-03-2016