საჯარო ლექცია : “საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება და ევროკავშირის გაფართოება”

19 ნოემბერს, კლუბ "ფრონტლაინში" ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა საჯარო ლექცია: “საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება და ევროკავშირის გაფართოება”. ლექცია წაიკითხა მარიამ რაქვიაშვილმა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. ლექცია გაიმართა პროექტის „საჯარო ლექციები საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ეროვნული უსაფრთხოების სირთულეებზე“ ფარგლებში, რომლის მიზანია სტუდენტების ცნობიერების ამაღლება საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების გამოწვევებზე. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ამერიკაში დაფუძნებული ორგანიზაციის „ლევან მიქელაძის სახელობის კავკასიური სწავლების ცენტრი“-ს მხარდაჭერით.

19-11-2015