დასახელება:  საქართველოს მომავალი

ხანგრძლივობა:  აგვისტო 1, 2020 - დეკემბერი 31, 2021

ბიუჯეტი:  193,964 EUR

დონორი:  შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს შორის სტრქუტურულ დიალოგს ქვეყანაში მიმდინარე სოციალური ტრანსფორმაციის ცალკეული ასპექტების შესახებ. 

პროექტის ფარგლებში განხორციელდება საქართველოს ამჟამინდელი იდენტობის ყოვლისმომცველი ანალიზი, რაც ქვეყნის მომავალი პრიორიტეტების შესახებ საგნობრივი დისკუსიის საფუძველს შექმნის. ასევე, განხილულ იქნება სხვადასხვა ევროპული ერი-სახელმწიფოს მოდელი, მათი უპირატესობები და ნაკლოვანებები. ეტაპობრივი მიდგომა ხელს შეუწყობს ქვეყნის ყველაზე დიდი და გრძელვადიანი პრობლემის -  გაჭიანურებული კონფლიქტებისთვის თანმიმდევრული, გააზრებული და სტრატეგიული მიდგომის ჩამოყალიბებას. სამიზნე აუდიტორია იქნება ქართული საზოგადოების გავლენიანი და გადაწყვეტილების მიმღები პირები, ასევე პარტნიორები მთავრობაში, საერთაშორისო საზოგადოებასა დაფინანსების წრეებში.

დასახელება:  ენა მნიშვნელოვანია: საკომუნკაციო სტრატეგიების განხილვა ქართულ-ოსურ კონფლიქტების მასშტაბით.

ხანგრძლივობა:  14 თებერვალი, 2021 - 31 ოქტომბერი, 2021

ბიუჯეტი:  28,569.75 EUR

დონორი:  European Union Monitoring Mission, ფრიდრიხ ებერტის ფონდი - საქართველო

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მედიის როლს ქართულ-ოსური კონფლიქტის მიმართ დამოკიდებულების შეცვლაში.
კონფლიქტის გარდაქმნის შესახებ, მისი გაშუქებისას, ქართველი და სამხრეთ ოსეთის მედიის პროფესიონალების
ინფორმირებულობა აუცილებელია, უფრო ტოლერანტული და პოლიტიკურად ნაკლებად მგრძნობიარე ენის შემუშავებაში.

დასახელება:  კონფლიქტის ტრანსფორმაციის ხელშეწყობა

ხანგრძლივობა:  1 მაისი, 2019 - აპრილი 30, 2020

ბიუჯეტი:  $48,306

დონორი:  National Endowment for Democracy

პროექტის მიზანია, საზოგადოებრივი განხილვისა და საქართველოს მთავრობის პოლიტიკის კრიტიკული გადაფასების წახალისება
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ, აგრეთვე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თემებს შორის ნდობისა და თანამშრომლობის გაზრდა.

დასახელება:  აზერბაიჯანულ თემში რადიკალიზაციის თავიდან აცილება

ხანგრძლივობა:  13 ივნისი, 2019 - 19 დეკემბერი, 2019

ბიუჯეტი:  9992 EUR

დონორი:  SlovakAid

პროექტი მიზნად ისახავს, ცნობიერების ამაღლებითა და უნარების გაუმჯობესებით, 
დაუცველ თემებში რადიკალიზაციისა და ექსტრემისზმის რისკების აღმოხვრას უცნობი
პროპაგანდის მიმართ, როგორც რადიკალიზაციის მიზეზად.

დასახელება:  ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ორივე მხარის ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება

ხანგრძლივობა:  1 ოქტომბერი 2018 - 31 მარტი 2019

ბიუჯეტი:  $41,990

დონორი:  National Endowment for Democracy

პროექტის მიზანია, საქართველოში ქართულ-აფხაზური კონფლიქტით დაზარალებული რეგიონის დაინტერესებული 
ახალგაზრდა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

დასახელება:  აფხაზეთში დაინტერესებული პირების ინფორმირებულობა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის შესახებ

ხანგრძლივობა:  30 სექტემბერი 2018 - 31 მარტი 2019

ბიუჯეტი:  $35,095

დონორი:  U.S. Embassy

პროექტის მიზანია აფხაზური მხარის დეტალური ინფორმირება იურიდიული და ტექნიკური ასპექტების შესახებ
ინიციატივაში მონაწილეობის შემთხვევაში. C ჰეპატიტის პროგრამაზე წვდომის ორმხრივად მისაღები გზების განხილვა
აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის.

დასახელება:  საქართველოს ევროპული პერსპექტივის გახსნა

ხანგრძლივობა:  1 ნოემბერი 2017 - 28 თებერვალი 2019

ბიუჯეტი:  32,917 EUR

დონორი:  ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი

პროექტის მიზანია ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილებების გაზიარება, მომავალში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.

დასახელება:  "საქართველოს ევროპული პერსპექტივის გახსნა "

ხანგრძლივობა:  01/11/2017 - 28/02/2019

ბიუჯეტი:  67516 €

დონორი:  ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი; ფრიდრიხ ებერტის ფონდი; ფონდი ღია საზოგადოება საქართველო.

დასახელება:  ასწავლე მაცნეს, ნაწილი 2.

ხანგრძლივობა:  12 თვე (15 მაისი 2017 – 15 მაისი 2018)

ბიუჯეტი:  98,379 EUR

დონორი:  ნიდერლანდების სამეფოს საელჩო თბილისში

პროექტის მიზანია უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე დისკრიმინაციისა და

სტიგმატიზაციასთან ბრძოლის მიზნით რელიგიური ლიდერების შესაძლებლობების

გაძლიერება ადამიანის უფლებათა დაცვისა და შესაბამისი საერთაშორისო

ინსტიტუტების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით.

 

 

დასახელება:  ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალი ამომრჩევლის ფორმირება

ხანგრძლივობა:  2017 წლის ივლისი- 2017 წლის დეკემბერი

ბიუჯეტი:  $14,985

დონორი:  East - West Management Institute (EWMI)

 

მიზანი: ახალციხის, ახალქალაქისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ქალთა მხარდაჭერა რათა ჩამოყალიბდეს ქალთა ამომრჩევლების ჯგუფი 2017 წლის შემოდგომის რეგიონალური არჩევნებისთვის და მათი გაძლიერება რომ გახდნენ უფრო აქტიური მოქალაქეები.