დასახელება: საქართველოს მომავალი
ხანგრძლივობა: აგვისტო 1, 2020 - დეკემბერი 31, 2021
ბიუჯეტი: 193,964 EUR
დონორი: შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს შორის სტრქუტურულ დიალოგს ქვეყანაში მიმდინარე სოციალური ტრანსფორმაციის ცალკეული ასპექტების შესახებ.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება საქართველოს ამჟამინდელი იდენტობის ყოვლისმომცველი ანალიზი, რაც ქვეყნის მომავალი პრიორიტეტების შესახებ საგნობრივი დისკუსიის საფუძველს შექმნის. ასევე, განხილულ იქნება სხვადასხვა ევროპული ერი-სახელმწიფოს მოდელი, მათი უპირატესობები და ნაკლოვანებები. ეტაპობრივი მიდგომა ხელს შეუწყობს ქვეყნის ყველაზე დიდი და გრძელვადიანი პრობლემის - გაჭიანურებული კონფლიქტებისთვის თანმიმდევრული, გააზრებული და სტრატეგიული მიდგომის ჩამოყალიბებას. სამიზნე აუდიტორია იქნება ქართული საზოგადოების გავლენიანი და გადაწყვეტილების მიმღები პირები, ასევე პარტნიორები მთავრობაში, საერთაშორისო საზოგადოებასა დაფინანსების წრეებში.