დასახელება:  შიდა დიალოგის გაძლიერება კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანფორმაციისთვის საქართველოში

ხანგრძლივობა:  სექტემბერი 1, 2020 - აგვისტო 31, 2022

ბიუჯეტი:  147,730 EUR

დონორი:  შვეიცარიის საელჩო; ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის ოფისი; კავკასიის სახლი; ნაციონალიზმისა და კონფლიქტების შესწავლის ინსტიტუტი (ISNC)

პროექტის მიზანია სახელმწიფო სტრუქტურებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის დიალოგის ხელშეწყობა კონფლიქტის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე; საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის საშუალო რგოლის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება და ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერება კონფლიქტების ტრანსფორმაციის შესახებ.

დასახელება:  ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში (ნაწილი 2)

ხანგრძლივობა:  თებერვალი 1, 2020 - მაისი 1 , 2022

ბიუჯეტი:  112,982 EUR

დონორი:  Slovak Foreign Policy Association, ფრიდრიხ ებერტის ფონდი.

პროექტის მთავარი მიზანია; პირდაპირი, გამჭვირვალე და ღია დიალოგის სტიმულირება ქვეყნებს, სამიზნე ჯგუფებს შორის,
მათთვის სხვადასხვა ქსელის ექსპერტის ინფორმაციისა და უკუკავშირის მიწოდება.
აგრეთვე, ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობის ხელშეწყობა დისკუსიაში, რომელიც ეხება ევროპის ძირითადი საკითხებს.
საქართველოს ინტეგრაცია და მისი საბოლოო წარმატება, საერთო პოლიტიკური ინტერესების მქონე ჯგუფების ფორმირების ხელშეწყობა.

დასახელება:  ვგეგმავთ ნაბიჯებს მშვიდობიანი მომავლისთვის

ხანგრძლივობა:  მაისი 1, 2020 - აპრილი 30, 2022

ბიუჯეტი:  $106,120

დონორი:  National Endowment for Democracy

პროექტის მიზანია, საზოგადოებრივი განხილვისა და საქართველოს მთავრობის პოლიტიკის კრიტიკული გადაფასების წახალისება
აფხაზეთის მიმართ, აგრეთვე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თემებს შორის ნდობისა და თანამშრომლობის გაზრდა.