დასახელება:  "საქართველოს ევროპული პერსპექტივის გახსნა "

ხანგრძლივობა:  01/11/2017 - 28/02/2019

ბიუჯეტი:  67516 €

დონორი:  ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი; ფრიდრიხ ებერტის ფონდი; ფონდი ღია საზოგადოება საქართველო.

დასახელება:  ასწავლე მაცნეს, ნაწილი 2.

ხანგრძლივობა:  12 თვე (15 მაისი 2017 – 15 მაისი 2018)

ბიუჯეტი:  98,379 EUR

დონორი:  ნიდერლანდების სამეფოს საელჩო თბილისში

პროექტის მიზანია უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე დისკრიმინაციისა და

სტიგმატიზაციასთან ბრძოლის მიზნით რელიგიური ლიდერების შესაძლებლობების

გაძლიერება ადამიანის უფლებათა დაცვისა და შესაბამისი საერთაშორისო

ინსტიტუტების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით.

დასახელება:  ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალი ამომრჩევლის ფორმირება

ხანგრძლივობა:  2017 წლის ივლისი- 2017 წლის დეკემბერი

ბიუჯეტი:  $14,985

დონორი:  East - West Management Institute (EWMI)

 

მიზანი: ახალციხის, ახალქალაქისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ქალთა მხარდაჭერა რათა ჩამოყალიბდეს ქალთა ამომრჩევლების ჯგუფი 2017 წლის შემოდგომის რეგიონალური არჩევნებისთვის და მათი გაძლიერება რომ გახდნენ უფრო აქტიური მოქალაქეები.

დასახელება:  ასწავლე მაცნეს

ხანგრძლივობა:  12 თვე (1 მაისი 2017 – 1 მაისი 2018)

ბიუჯეტი:  €99.932

დონორი:  ნიდერლანდების სამეფოს საელჩო თბილისში

პროექტის მიზანია უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე დისკრიმინაციისა და სტიგმატიზაციასთან ბრძოლის მიზნით რელიგიური ლიდერების შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა დაცვისა და შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით.

დასახელება:  საინფორმაციო კამპანია ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის შესახებ

ხანგრძლივობა:  1-ლი მარტი, 2017 - 30 ნოემბერი, 2017

ბიუჯეტი:  €101,492

დონორი:  ნიდერლანდების სამეფოს საელჩო თბილისში

პროექტის მიზანია საზოგადოების ინფორმირება ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის შესახებ და საინფორმაციო კამპანიის განხორციელების პროცესში აქტიური ჩართულობა. 

დასახელება:  სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში

ხანგრძლივობა:  12 თვე ( დეკემბერი 2015- იანვარი 2017)

ბიუჯეტი:  35,954 $

დონორი:  ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

მიზანი: ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში (ქვემო ქართლი- დმანისი, მარნეული; სამცხე-ჯავახეთი -  ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა) შესაძლებლობების განვითარება და ცნობიერების ამაღლება, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების და ევროპული ღირებულებების თემებზე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.

 

დასახელება:  საჯარო ლექციები საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ.

ხანგრძლივობა:  ოქტომბერი, 2015 - იანვარი, 2016

ბიუჯეტი:  $21,445

დონორი:  ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი კავკასიის კვლევებისათვის, აშშ

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და უნივერსიტეტებს, საერთაშორისო სწავლების კურიკულუმის გამდიდრებას საჯარო ლექციების დახმარებით  საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით

დასახელება:  ქმედებების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმა საქართველოზე

ხანგრძლივობა:  აგვისტო - ოქტომბერი, 2015

ბიუჯეტი:  $25,000

დონორი:  ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი კავკასიის კვლევებისათვის, აშშ

პროექტის მიზანია  სამეცნიერო ნაშრომის შემუშავება  ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის   (JCPOA) გავლენის ანალიზის შესახებ საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაზე, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ საკითხებზე - ”ხედვა საქართველოდან JCPOA- ს გავლენის შესახებ საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაზე”

დასახელება:  მიმდინარე პროცესები ახლო აღმოსავლეთში და საქართველოში

ხანგრძლივობა:  აპრილი 2015

ბიუჯეტი:  $365

დონორი:  ბატონი ფრედერიკ პოლსენი (შემოწირულობა)

კონფერენციის ძირითადი მიზანი იყო ახლო აღმოსავლეთში არსებული პოლიტიკური ვითარების განხილვა და რეგიონის სამომავლო მოლოდინების შესახებ განსხვავებული პოზიციების და შეხედულებების წარმოდგენა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე მოლაპარაკებებს და ირანის ბირთვულ პროგრამას. ამავე დროს, ხაზგასმით აღინიშნა ირან-საქართველოს ურთიერთობები თავიდანვე დღემდე.

დასახელება:  სტუდენტზე ორიენტირებული განათლება

ხანგრძლივობა:  1 სექტემბერი, 2014 - 30 ივნისი, 2015

ბიუჯეტი:  $19.797

დონორი:  ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

პროექტის ძირითადი მიზანია სწავლის პროცესის გაუმჯობესება და ადმინისტრაციულ სფეროებში საქართველოს უნივერსიტეტებში სტუდენტების ჩართულობის გაზრდა.