დასახელება:  დისკუსია აღმოსავლეთ პარტნიორობის თემებზე

ხანგრძლივობა:  1 თებერვალი, 2011 - 30 სექტემბერი, 2011

ბიუჯეტი:  $19,580

დონორი:  ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

პროექტის ძრითადი მიზანი იყო "აღმოსავლეთ პარტნიორობა-სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი-საქართველოს ეროვნული პლატფორმის" ორგანიზაციების ჩართვა ევროინტეგრაციაზე ორიენტირებულ დისკუსიებში.

დასახელება:  ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში

ხანგრძლივობა:  1 ნოემბერი 2015 – 28 თებერვალი 2017 (16 თვე)

ბიუჯეტი:  €79,658

დონორი:  სლოვაკეთის სააგენტო საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისთვის (Slovak-Aid) და ევროპის ფონდი

პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს პირდაპირი, გამჭირვალე და ღია დიალოგის წარმოებას სამიზნე ჯგუფებს შორის, მათ უზრუნველყოფას სხვადასხვა დარგის ექსპერტების დასკვნებითა და უკუკავშირით. პროექტი ითვალისწინებს საჯარო დისკუსიებსა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველო - ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებასა და სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირების ამ საკითხზე.

დასახელება:  ასწავლე მაცნეს - ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები

ხანგრძლივობა:  2016 წლის 1 აპრილი - 2017 წლის 1 მარტი

ბიუჯეტი:  € 59,512

დონორი:  ნიდერლანდების სამეფოს საელჩო თბილისში

მიზანი: საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სულიერი ლიდერების (კათოლიკე მღვდლები და მუსლიმი მოლები/ახუნდები)ცნობიერების ამაღლება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე