არჩილ გეგეშიძე 2016 წლის ნოემბერში დაინიშნა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელ დირექტორად. მანამდე იგი იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შეერთებულ შტატებში, სადაც სამ წელზე მეტი იმუშავა. ელჩად დანიშვნამდე არჩილ გეგეშიძე აკადემიურ სფეროში მოღვაწეობდა, კერძოდ გახლდათ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მკვლევარი. აღნიშნულ ორგანიზაციაში ა. გეგეშიძის ათ წელზე მეტი ხნის მუშაობა დაკავშირებული იყო კვლევებსა და სწავლებებთან.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდში მუშაობამდე, ა. გეგეშიძემ აკადემიური წელი გაატარა სტენფორდის უნივერსიტეტში ფულბრაიტის მოწვეული მკვლევარის რანგში.
1992-2000 წლებში, ა. გეგეშიძე მუშაობდა საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მეთაურის თანაშემწედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და საქართველოს პრეზიდენტის უფროს მრჩევლად საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.
ა. გეგეშიძე თავისუფლად საუბრობს ინგლისურ და რუსულ ენებზე. იგი ასევე ფლობს ფრანგულსა და რამდენიმე აღმოსავლურ ენას.
სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში აქვს 20 წლიანი გამოცდილება პროექტების მართვისა და მენეჯმენტში. 2007 წლიდან, ექსპერტის თანამდებობაზე ყოფნისას, აქტიურად იყო ჩართული საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხებში, სადაც დახმარებას უწევდა სხვადასხვა სამინისტროებსა და სააგენტოებს ევროკავშირთან დაახლოვებისა და ჰარმონიზაციის პროცესში. ეკატერინე ლევან მიქელაძის სახელობის ფონდს შეურთდა 2015 წელს.
2016 წელს დაამთავრა წმინდა დავითის სამების უელსის უნივერსიტეტი და მიიღო მაგისტრის ხარისხი სპეციალობაში - ბიზნესის ადმინისტირება. სამაგისტრო თეზისი დაიცვა საქართველოში ევროკავშირის პროექტების ეფექტურ მართვაზე. 2001 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ინგლისური ენისა და ლიტერატურის მიმართულებით თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპულ ენათა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასრულების შემდეგ.
გააჩნია საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობისა და ევროკავშირის პროექტების მართვის რამდენიმე წლიანი გამოცდილება.
2016 წლის ივნისიდან მუშაობს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდში პროექტის კოორდინატორად. პროექტის ფარგლებში ორგანიზებას უწევს საინფორმაციო შეხვედრებსა და სემინარებს საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში რელიგიურ ლიდერებისათვის. უზრუნველყოფს რელიგიურ და ეთნიკური უმცირესობებთან, სახელმწიფო ინსტიტუტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დონორებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან ეფექტურ თანამშრომლობას; ხელს უწყობს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, კომუნიკაციასა და გამოცდილების გაზიარებას ყველა დაინტერესებული მხარესა და პროექტის სამიზნე ჯგუფებს შორის.
ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.
დაამთავრა Empire State College/University of New York in Prague და ბაკალავრის ორმაგი ხარისხი მიიღო საერთაშორისო და ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით. სწავლის პროცესში მან დაწერა არაერთი კვლევითი დოკუმენტი, რომლებიც ეხებოდა საერთაშორისო კონფლიქტებისა და უსაფრთხოების, თანამედროვე დიპლომატიისა და პოლიტიკური სისტემების საკითხებს. მისი სადიპლომო ნაშრომი ეხებოდა "ჰუმანიტარული ინტერვენციის საერთაშორისო სამართლებრივ და მორალურ ასპექტებს. 2014 წელს მან გაიარა ორ თვიანი სტაჟირების პროგრამა "თბილისის ბიზნეს-საკონსულტაციო ცენტრში", სადაც ტექნიკურ მხარდაჭერას უწევდა სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებს.
2015 წლის ნოემბრიდან მუშაობს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდში კოორდინატორის პოზიციაზე. მისი მოვალეობები გულისხმობს პროექტებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაგეგმვას, განხორციელებას, ანგარიშების მომზადებას და კომუნიკაციას დონორებთან, სამთავრობო უწყებებთან, ექსპერტებთან და პროექტის სხვა მონაწილეებთან. მარიამი აგრეთვე ადმინისტრირებას უწევს მისი კოორდინირებით მიმდინარე პროექტების ვებგვერდებს.
ფლობს ქართულ, ინგლისურ, რუსულ და გერმანულ (საბაზისო) ენებს.
ბაკალავრის ხარისხი მიიღო ვარშავაში, 2012-15 წლებში “ლაზარსკის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპამცოდნეობის განხრით. ასევე მოიპოვა ბრიტანეთის „ქოვენთრის უნივერსიტეტის“ ბაკალავრის დიპლომი იგივე სპეციალობით. საბაკალავრო ნაშრომი დაიცვა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თამარი მუშაობდა 'ბრიტანეთის საბჭო საქართველოში' მომხმარებელთა მომსახურებისა და პროექტების ასისტენტის თანამდებობაზე, სადაც ჩართული იყო ორგანიზაციის სხვადასხვა ღონისძიებებსა და საქმიანობაში.
ამჟამად სწავლობს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამაგისტრო პროგრამაზე საჯარო პოლიტიკის მიმართულებით.
თამარს მოპოვებული აქვს ორენოვანი სერთიფიკატი შვეიცარიის მიერ აკრედიტირებულ საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამაში. იგი არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ერასმუს +“-ის გამარჯვებული.
ლევან მიქელაძის სახელობის ფონდში მუშაობს 2015 წლიდან პროექტის კოორდინატორად. მისი მოვალეობები მოიცავს პროექტის ფარგლებში დასახული ღონისძიებების დაგეგმვას, ორგანიზებას და განხორციელებას რეგიონებში (ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი); ანგარიშების მომზადებას, დონორთან კომუნიკაციასა და კოორდინაციას; სხვადასხვა აქტივობების მზადების პროცესსში ჩართულობას და ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებას; ეფექტურ კომუნიკაციას/კოორდინაციას პარტნიორ ორგანიზაციებთან, სახელმწიფო უწყებებთან, საელჩოებთან და დაინტერესებულ მხარეებთან; რეგიონებში აქტივობების დაგეგმვას, სამიზნე ჯგუფებთან ეფექტურ თანამშრომლობასა და სხვადასხვა სექტორის ჩართულობას პროექტის წარმატებით განხორციელებაში;
ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, და რუსულ ენებს.