ა.წ. 2 ოქტომბერს, 15:00 საათზე მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართება შეხვედრა მოახლოვებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მარნეულში წარდგენილ მერობის კანდიდატებთან. აღნიშნულ შეხვედრაზე ამომრჩევლებს საშუალება ექნებათ კანდიდატებთან განიხილონ ის საკითხები და პრობლემები რომლებიც მათ აწუხებთ.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ მარნეულში შემდეგი პარტიების მერობის კანდიდატები:
შეხვედრა ტარდება პროექტის „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალი ამომრჩევლის ჯგუფის ფორმირება“ ფარგლებში. აღნიშნული პროექტის მიზანს წარმოადგენს ქალთა კეთილდღეობის ხელშეწყობა და მათ აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბება. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში USAID-ის დაფინანსებით.