ქალი ამომრჩეველი 2017 - შეხვედრა კანდიდატებთან სამცხე ჯავახეთში

6-7 ოქტომბერს, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა შეხვედრები ახალციხესა და ახალქალაქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებსა და ქალ ამომრჩევლებს შორის. შეხვედრების მიზანი იყო კანდიდატებისთვის ქალთა საჭიროებების გაცნობა და მათგან ამ პრობლემების მოგვარების გზების შესახებ მათი ხედვა მოსმენა. შეხვედრა გაიმართა პროექტის „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალი ამომრჩევლის ჯგუფის ფორმირება" ფარგლებში. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში USAID-ის დაფინანსებით.

6-10-2017