ქალი ამომრჩეველი 2017 - შეხვედრა კანდიდატებთან

2 ოქტომბერს, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა შეხვედრა მარნეულში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებსა და ქალ ამომრჩევლებს შორის. შეხვედრის მიზანი იყო კანდიდატებისთვის ქალთა საჭიროებების გაცნობა და მათგან ამ პრობლემების მოგვარების გზების შესახებ მათი ხედვა მოსმენა. შეხვედრა გაიმართა პროექტის „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალი ამომრჩევლის ჯგუფის ფორმირება" ფარგლებში. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში USAID-ის დაფინანსებით.

2-10-2017