არჩილ გეგეშიძე 2016 წლის ნოემბერში დაინიშნა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელ დირექტორად. მანამდე იგი იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შეერთებულ შტატებში, სადაც სამ წელზე მეტი იმუშავა. ელჩად დანიშვნამდე არჩილ გეგეშიძე აკადემიურ სფეროში მოღვაწეობდა, კერძოდ გახლდათ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მკვლევარი. აღნიშნულ ორგანიზაციაში ა. გეგეშიძის ათ წელზე მეტი ხნის მუშაობა დაკავშირებული იყო კვლევებსა და სწავლებებთან.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდში მუშაობამდე, ა. გეგეშიძემ აკადემიური წელი გაატარა სტენფორდის უნივერსიტეტში ფულბრაიტის მოწვეული მკვლევარის რანგში.
1992-2000 წლებში, ა. გეგეშიძე მუშაობდა საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მეთაურის თანაშემწედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და საქართველოს პრეზიდენტის უფროს მრჩევლად საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.
ა. გეგეშიძე თავისუფლად საუბრობს ინგლისურ და რუსულ ენებზე. იგი ასევე ფლობს ფრანგულსა და რამდენიმე აღმოსავლურ ენას.
სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში აქვს 20 წლიანი გამოცდილება პროექტების მართვისა და მენეჯმენტში. 2007 წლიდან, ექსპერტის თანამდებობაზე ყოფნისას, აქტიურად იყო ჩართული საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხებში, სადაც დახმარებას უწევდა სხვადასხვა სამინისტროებსა და სააგენტოებს ევროკავშირთან დაახლოვებისა და ჰარმონიზაციის პროცესში. ეკატერინე ლევან მიქელაძის სახელობის ფონდს შეურთდა 2015 წელს.
2016 წლის 1 აპრილი - 2017 წლის 1 მარტი € 59,512 ნიდერლანდების სამეფოს საელჩო თბილისში
მიზანი: საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სულიერი ლიდერების (კათოლიკე მღვდლები და მუსლიმი მოლები/ახუნდები)ცნობიერების ამაღლება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე
ოქტომბერი, 2015 - იანვარი, 2016 $21,445 ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი კავკასიის კვლევებისათვის, აშშ
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და უნივერსიტეტებს, საერთაშორისო სწავლების კურიკულუმის გამდიდრებას საჯარო ლექციების დახმარებით საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით.