ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის (SFPA) კვლევით ცენტრთან  თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში.“ ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს  SlovakAid და „ფრიდრიხ ებერტის ფონდი.”

 

პროექტის ფარგლებში 10 აგვისტოს, Zoom-ის პლატფორმაზე გაიმართა ენერგოუსაფრთხოების საკითხზე მომუშავე  ექსპერტთა ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრა. მას ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი და სლოვაკი ექსპერტების მიერ ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე მომზადებული დოკუმენტები. ქართველმა ექსპერტებმა ისაუბრეს საქართველოში  არსებულ ენერგოუსაფრთხოების შეფასების ინდიკატორებზე, ხოლო სლოვაკმა ექსპერტმა მონაწილეებს გააცნო სლოვაკეთსა და ევროკავშირის რიგ ქვეყნებში არსებული შეფასების ინდიკატორები.

 

პრეზენტაციების შემდეგ  გაიმართა დისკუსია. შეხვედრას მოდერაცია გაუწიეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული ენერგეტიკული რეფორმებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ქ-ნმა მარგალიტა არაბიძემ და ანალიტიკური ცენტრის - "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" (WEG) დირექტორმა და  ენერგეტიკის დარგში ექსპერტმა, ბ-მა მურმან მარგველაშვილმა.

მომდევნო შეხვედრებზე  ექსპერტები ისაუბრებენ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, და შეაფასებენ საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ასევე, სლოვაკ ექსპერტებთან ერთად ისინი შეიმუშავებენ რეკომენდაციებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის.

28 ივლისს გაიმართა პროექტის ‘’საქართველოს მომავალი’’ ფარგლებში მომზადებული პუბლიკაციის ‘’საქართველოს უმცირესობები: ინტეგრაციის გზაზე არსებული ბარიერების ნგრევა’’ მორიგი პრეზენტაცია ზუმ პლატფორმის მეშვეობით.
შეხვედრას ესწრებოდნენ ახალქალაქის არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სომხური თემის წარმომადგენლები.
პუბლიკაციის ერთ-ერთმა ავტორმა, კახა გაბუნიამ, ისაუბრა უმცირესობების ინტეგრაციის აუცილებლობაზე; მან მიმოიხილა ის ფაქტორები, რომლებიც განსაკუთრებით აფერხებს უმცირესობების ინტეგრაციის პროცესს, ესენია: სუსტი სახელმწიფო პოლიტიკა, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და ენობრივი ბარიერი.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, სადაც გამოითქვა მოსაზრებები, რომლებიც დასკვნითი დოკუმენტის სახით წარედგინებათ შესაბამის საჯარო უწყებებს.

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი ლიტერატურული პრემიის "ლიტერა 2021" საკონკურსო გრძელი სიიდან ხსნის წიგნს "ფიქრები შეცვლილ სამყაროზე." 

15 ივლისს, ქალაქ ახალციხეში გაიმართა პროექტის ‘’საქართველოს მომავალი’’ ფარგლებში მომზადებული პუბლიკაციის ’’საქართველოს უმცირესობები: ინტეგრაციის გზაზე არსებული ბარიერების ნგრევა’’ პრეზენტაცია.
პრეზენტაციის მომხსენებელი გახლდათ პუბლიკაციის ავტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კახა გაბუნია, ხოლო შეხვედრის მოდერატორი იყო ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გეგეშიძე.
დამსწრეებს შორის იყვნენ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პროექტი "საქართველოს მომავალი" ხორციელებდება შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და "კარნეგი ევროპასთან" თანამშრომლობით.

2 ივლისს პროექტის, "საქართველოს მომავალი’" ფარგლებში, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა პუბლიკაციის, "საქართველოს კონფლიქტები: რატომ უნდა გადაიხედოს რადიკალური ნარატივები", პრეზენტაცია.
შეხვედრას დაესწრნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, თვითმმართველობისა და ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების წარმომადგენლები. პრეზენტაცია პარალელურ რეჟიმში გაიმართა ზუმ პლატფორმაზე მათთვის, ვინც პანდემიის, ან ფიზიკური შეზღუდვების გამო ვერ მოახერხა დასწრება.
ექსპერტებმა ნათია ჭანკვეტაძემ და ქეთევან მურუსიძემ ისაუბრეს რადიკალურ ნარატივებზე, რომლებიც, ერთი მხრივ, ხელს უშლის კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესს, ხოლო, მეორე მხრივ, - ფარავს იმ მნიშვნელოვან პრობლემებს, როგორიცაა გამყოფ ხაზს მიღმა მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ყოველდღიური მდგომარეობა.
დისკუსიის ნაწილში გამოითქვა მოსაზრებები, რომლებიც დასკვნითი დოკუმენტის სახით წარედგინებათ შესაბამის საჯარო უწყებებს.

სექტემბერი 1, 2020 - აგვისტო 31, 2022 147,730 EUR შვეიცარიის საელჩო; ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის ოფისი; კავკასიის სახლი; ნაციონალიზმისა და კონფლიქტების შესწავლის ინსტიტუტი (ISNC)

პროექტის მიზანია სახელმწიფო სტრუქტურებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის დიალოგის ხელშეწყობა კონფლიქტის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე; საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის საშუალო რგოლის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება და ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერება კონფლიქტების ტრანსფორმაციის შესახებ.

18 ივნისს გაიმართა პროექტის "საქართველოს მომავალი" ფარგლებში მომზადებული მორიგი პუბლიკაციის "დაუსრულებელი მცდელობა: საქართველო ევროპაში საკუთარი ალაგის ძიებაში" პრეზენტაცია.
პრეზენტაციის მომხსენებელი გახლდათ პუბლიკაციის ავტორი, იურისტი და გამომცემლობა "მელანის" დამფუძნებელი ნინო ლეჟავა. შეხვედრის მოდერატორი იყო ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გეგეშიძე.
პრეზენტაციას დაესწრნენ თბილისში მდებარე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუციის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ პროექტი "საქართველოს მომავალი" ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითა და კარნეგი ევროპასთან თანამშრომლობით და მიზნად ისახავს ქართულ საზოგადოებაში მომხდარი სოციალური ტრანფორმაციების ანალიზსა და საჯარო სივრცეებში დისკუსიის ხელშეწყობას.
ქართულენოვანი სტატია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე http://mikeladzefoundation.org/.../1619183191_nino...

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევით ცენტრთან (SFPA) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში.“ ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს SlovakAid და „ფრიდრიხ ებერტის ფონდი.” პროექტის ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს პირდაპირი, გამჭირვალე და ღია დიალოგის წარმოებას სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, მათ უზრუნველყოფას სხვადასხვა დარგის ექსპერტების დასკვნებითა და უკუკავშირით. სასურველი შედეგის მისაღებად ჩამოყალიბდა სამი სამუშაო ჯგუფი შემდეგ მიმართულებებით: ენერგეტიკული უსაფრთხოება, საგარეო კომუნიკაციების სტრატეგია და ახალგაზრდული პოლიტიკა.
ამ მიზნით, 11 ივნისის, Zoom-ის პლატფორმაზე გაიმართა ენერგოუსაფრთხოების საკითხზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის რიგით პირველი შეხვედრა. მას ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიება გახსნეს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გეგეშიძემ და სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრის პროექტების მენეჯერმა პიტერ ბრეზანმა.
შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი და სლოვაკი ექსპერტების მიერ ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე მომზადებული დოკუმენტები. პროექტის პირველ ეტაპზე ექსპერტებმა ისაუბრეს საქართველოსა და სლოვაკეთში არსებული ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკის არსზე, და გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას ქვეყნების მიერ დაგროვილი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.
პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია. შეხვედრას მოდერაცია გაუწიეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული ენერგეტიკული რეფორმებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ქ-ნმა მარგალიტა არაბიძემ და ანალიტიკური ცენტრის - "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" (WEG) დირექტორმა და ენერგეტიკის დარგში ექსპერტმა, ბ-მა მურმან მარგველაშვილმა,.
მომდევნო შეხვედრებზე იგეგმება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების შეფასება წინასწარ განსაზღვრული ინდიკატორების გამოყენებით და რეკომენდაციების შემუშავება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის.