2 ივლისს პროექტის ‘’საქართველოს მომავალი’’ ფარგლებში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა პუბლიკაციის "საქართველოს კონფლიქტები: რატომ უნდა გადაიხედოს რადიკალური ნარატივები" პრეზენტაცია.

2 ივლისს პროექტის, "საქართველოს მომავალი’" ფარგლებში, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა პუბლიკაციის, "საქართველოს კონფლიქტები: რატომ უნდა გადაიხედოს რადიკალური ნარატივები", პრეზენტაცია.
შეხვედრას დაესწრნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, თვითმმართველობისა და ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების წარმომადგენლები. პრეზენტაცია პარალელურ რეჟიმში გაიმართა ზუმ პლატფორმაზე მათთვის, ვინც პანდემიის, ან ფიზიკური შეზღუდვების გამო ვერ მოახერხა დასწრება.
ექსპერტებმა ნათია ჭანკვეტაძემ და ქეთევან მურუსიძემ ისაუბრეს რადიკალურ ნარატივებზე, რომლებიც, ერთი მხრივ, ხელს უშლის კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესს, ხოლო, მეორე მხრივ, - ფარავს იმ მნიშვნელოვან პრობლემებს, როგორიცაა გამყოფ ხაზს მიღმა მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ყოველდღიური მდგომარეობა.
დისკუსიის ნაწილში გამოითქვა მოსაზრებები, რომლებიც დასკვნითი დოკუმენტის სახით წარედგინებათ შესაბამის საჯარო უწყებებს.

5-07-2021