2 დეკემბერს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა პუბლიკაციის "საქართველოს უმცირესობები: ინტეგრაციის გზაზე არსებული ბარიერების ნგრევა" მორიგი პრეზენტაცია ამჯერად მარნეულში გამართა.
პუბლიკაცია მოამზადეს ფონდის მიერ მოწვეულმა ექსპერტებმა - რუსუდან ამირეჯიბმა და კახა გაბუნიამ პროექტისთვის ''საქართველოს მომავალი''. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ პროექტი "საქართველოს მომავალი" ხორციელდება შვედეთისა და ფინეთის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერითა და კარნეგი ევროპასთან თანამშრომლობით

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი შვედეთისა და ფინეთის მთავრობებების ფინანსური მხარდაჭერითა და "კარნეგი ევროპასთან" თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს "საქართველოს მომავალი".
პროექტის ფარგლებში 16 ნოემბერს ქალაქ თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა რიგით მე-5 პუბლიკაციის "მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს ცვალებად საზოგადოებაში" პრეზენტაცია.
პუბლიკაცია მოამზადეს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გეგეშიძემ და განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის საბჭოს თავმჯოდმარემ მიხეილ მირზიაშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითთმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუზეუმის წარმომადგენლები.

9 ნოემბერს, ქალაქ ბათუმში გაიმართა პროექტის ‘’საქართველოს მომავალი’’ ფარგლებში მომზადებული პუბლიკაციის ’’ბრძოლა და მსხვერპლშეწირვა: საქართველოს უახლესი ისტორიის ნარატივები" პრეზენტაცია.
პრეზენტაციის მომხსენებელი გახლდათ პუბლიკაციის ავტორი და მკვლევარი ქეთევან სართანია, ხოლო შეხვედრის მოდერატორი ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გეგეშიძე იყო.
დამსწრეებს შორის იყვნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები.
პროექტი "საქართველოს მომავალი" ხორციელდება შვედეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ფინანსური მხარდაჭერითა და "კარნეგი ევროპასთან" თანამშრომლობით და მიზნად ისახავს ქართულ საზოგადოებაში სოციალური ტრანსფორმაციის ცალკეული ასპექტების სიღრმისეულ ანალიზსა და საჯარო სივრცეში დისკუსიის ხელშეწყობას.

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის (SFPA) კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში.“ ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს SlovakAid და „ფრიდრიხ ებერტის ფონდი.”
პროექტის ფარგლებში 15 ოქტომბერს საინფორმაციო ცენტრში ნატო და ევროკავშირის შესახებ გაიმართა ენერგოუსაფრთხოების საკითხზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის რიგით მესამე შეხვედრა. მას ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გათვალისწინებით, მონაწილეების გარკვეული რაოდენობა შეხვედრას Zoom-ით ადევნებდა თვალყურს.
შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი და სლოვაკი ექსპერტების მიერ ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე მომზადებული დოკუმენტები. ქართველმა ექსპერტებმა ისაუბრეს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების რაოდენობრივ შეფასებაზე, ხოლო სლოვაკმა ექსპერტმა მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების შესახებ.
პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია. შეხვედრას მოდერაცია გაუწიეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული ენერგეტიკული რეფორმებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა ბ-ნმა ომარ წერეთელმა და ანალიტიკური ცენტრის - "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" (WEG) დირექტორმა და ენერგეტიკის დარგში ექსპერტმა, ბ-მა მურმან მარგველაშვილმა.
ქართველი ექსპერტები სლოვაკ კოლეგასთან ერთად შეიმუშავებენ რეკომენდაციებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის.

სასწავლო ვიზიტის ბოლო დღეს, 10 სექტემბერს, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ექსპერტები ნატალია შათირიშვილი, გიორგი მუხიგულიშილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული რეფორმებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მარგალიტა არაბიძე, ესტუმრნენ ბრატისლავას ინსტიტუტს და წრიული ეკონომიკის ინსტიტუტს.
ბრატისლავას მეტროპოლიტენის ინსტიტუტის არქიტექტორებმა წარმოადგინეს ქალაქ ბრატისლავას პროექტები, რომლებიც ორიენტირებულია მდგრადობაზე და ეკოლოგიური საკითხების გადაწყვეტილებებზე. წრიული ეკონომიკის ინსტიტუტის ექსპერტმა წარმოადგინა ორგანიზაციის საქმიანობა, რომელიც ორიენტირებულია ნარჩენების შემცირებაზე, საგანმანათლებლო საქმიანობაზე და სლოვაკეთში მიმდინარე წრიული ეკონომიკის პროექტებზე.

8 სექტემბერს, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ექსპერტები ნატალია შათირიშვილი, გიორგი მუხიგულიშილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული რეფორმებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მარგალიტა არაბიძე,  შეხვდნენ ქსელური ინდუსტრიის მარეგულირებელი სამსახურის თავჯდომარეს და ოფისის განყოფილების დირექტორს. მათ გაუზიარეს  ინფორმაცია სლოვაკეთში არსებული რეგულაციების შესახებ და ისაუბრეს რეგულაციების პერსპექტივებზე სიახლეების კონტექსტში: დერეგულირების, დეკარბონიზაციისა და დიგიტალიზაციის მიმართ. ხოლო, სლოვაკეთის გარემოს დაცვის სამინისტრომ პრეზენტაციაზე წარმოადგინა სლოვაკეთის კლიმატის ცვლილების ჩარჩო და მისი ურთიერთქმედება ენერგეტიკულ ჩარჩოსთან.

9 სექტემბერს ქართველი ექსპერტები შეხვდნენ სლოვაკეთის ფოტოელექტრონული ინდუსტრიისა და განახლებადი წყაროების ასოციაციის (SAPI), SFPA მიერ ორგანიზებულ ცენტრალურ ევროპული  ენერგეტიკულ კონფერენციის CEEC, ეკოლოგიური მშენებლობის საკითხებზე მომუშავე სლოვაკური საბჭოს (SKGBC), და სლოვაკეთის გაზისა და ნავთობის გაერთიანების (SPNZ) წარმომადგენლებს. შეხვედრებზე განხილულ იქნა ენერგეტიკის შემდეგი საკითხები: ენერგო მოხმარების სტრუქტურა, პრობლემები და უსაფრთხოება, ეკოლოგიური შენობები და მარეგულირებელი ჩარჩო.

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევით ცენტრთან (SFPA) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში.“ ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს SlovakAid და „ფრიდრიხ ებერტის ფონდი.”

6 სექტემბერს, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ექსპერტები ნატალია შათირიშვილი, გიორგი მუხიგულიშილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული რეფორმებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მარგალიტა არაბიძე, სასწვალო ვიზიტით გაემგზავრნენ ბრატისკავაში, სლოვაკეთის რესპუბლიკა. სასწავლო ვიზიტი ხორციელდება „ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში.

სასწავლო ვიზიტის მიზანია ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე  მომუშავე სახელწმიფო უწყებების და ინსტიტუტების სამუშაო სისტემის და მათი გამოცდილების გაცნობა.

7 სექტემბერს, ექსპერტები ესტუმრნენ სლოვაკეთის ინოვაციებისა და ენერგეტიკის სააგენტო (SIEA), რის შემდეგაც ისინი შეხვდნენ სლოვაკეთის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს. ასევე, მოინახულეს სამშენებლო საცდელი და კვლევითი ინსტიტუტის (TSUS) მიერ განხორციელებადი საპილოტე პროექტი, რომლის ფარგლებშიც დევინსკა ნოვა ვესში მიმდინარეობს 1980-იანებში აშენებული მრავალსართულიანი სახლების კაპიტალური რემონტი.

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევით ცენტრთან (SFPA) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში.“ ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს SlovakAid და „ფრიდრიხ ებერტის ფონდი.”

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის (SFPA) კვლევით ცენტრთან  თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში.“ ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს  SlovakAid და „ფრიდრიხ ებერტის ფონდი.”

 

პროექტის ფარგლებში 10 აგვისტოს, Zoom-ის პლატფორმაზე გაიმართა ენერგოუსაფრთხოების საკითხზე მომუშავე  ექსპერტთა ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრა. მას ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი და სლოვაკი ექსპერტების მიერ ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე მომზადებული დოკუმენტები. ქართველმა ექსპერტებმა ისაუბრეს საქართველოში  არსებულ ენერგოუსაფრთხოების შეფასების ინდიკატორებზე, ხოლო სლოვაკმა ექსპერტმა მონაწილეებს გააცნო სლოვაკეთსა და ევროკავშირის რიგ ქვეყნებში არსებული შეფასების ინდიკატორები.

 

პრეზენტაციების შემდეგ  გაიმართა დისკუსია. შეხვედრას მოდერაცია გაუწიეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული ენერგეტიკული რეფორმებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ქ-ნმა მარგალიტა არაბიძემ და ანალიტიკური ცენტრის - "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" (WEG) დირექტორმა და  ენერგეტიკის დარგში ექსპერტმა, ბ-მა მურმან მარგველაშვილმა.

მომდევნო შეხვედრებზე  ექსპერტები ისაუბრებენ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, და შეაფასებენ საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ასევე, სლოვაკ ექსპერტებთან ერთად ისინი შეიმუშავებენ რეკომენდაციებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის.

28 ივლისს გაიმართა პროექტის ‘’საქართველოს მომავალი’’ ფარგლებში მომზადებული პუბლიკაციის ‘’საქართველოს უმცირესობები: ინტეგრაციის გზაზე არსებული ბარიერების ნგრევა’’ მორიგი პრეზენტაცია ზუმ პლატფორმის მეშვეობით.
შეხვედრას ესწრებოდნენ ახალქალაქის არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სომხური თემის წარმომადგენლები.
პუბლიკაციის ერთ-ერთმა ავტორმა, კახა გაბუნიამ, ისაუბრა უმცირესობების ინტეგრაციის აუცილებლობაზე; მან მიმოიხილა ის ფაქტორები, რომლებიც განსაკუთრებით აფერხებს უმცირესობების ინტეგრაციის პროცესს, ესენია: სუსტი სახელმწიფო პოლიტიკა, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და ენობრივი ბარიერი.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, სადაც გამოითქვა მოსაზრებები, რომლებიც დასკვნითი დოკუმენტის სახით წარედგინებათ შესაბამის საჯარო უწყებებს.

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი ლიტერატურული პრემიის "ლიტერა 2021" საკონკურსო გრძელი სიიდან ხსნის წიგნს "ფიქრები შეცვლილ სამყაროზე."