2019 წლის 11 ივნისს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ეგიდით გაიმართა ღონისძიება, სადაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საზოგადოებრივი გეოგრაფიის ფაკულტეტების სტუდენტებს გადაეცათ ლევან მიქელაძის სახელობის პრემია

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი ახორციელებს პროექტს „რადიკალიზაციის პრევენცია აზერბაიჯანულ თემში“, რომლის ფარგლებში გაიმართა ოთხი სამუშაო შეხვედრა: 7 ოქტომბერს  კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში; 17 ოქტომბერს ბოლნისსა და მარნეულში; 22 ოქტომბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში.

25 ივლისს, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა პროექტის "კონფლიქტის ტრანსფორმაციის ხელშეწყობა" ფარგლებში გამართა დისკუსია ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

23 ივლისს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა პროექტის ‘’კონფლიქტის ტრანსფორმაციის ხელშეწყობა’’ ფარგლებში გამართა დისკუსია გორის მუნიციპალიტეტის მერიაში. ღონისძიება მიეძღვნა კონფლიქტის ტრანსფორმაციის, როგორც კონფლიქტის მოგვარების დამატებითი მიდგომის განხილვას.

19 ივლისს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში გამართა დისკუსია, რომელიც პროექტის "კონფლიქტის ტრანსფორმაციის ხელშეწყობა’’ ფარგლებში ხორციელდება.

 

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი მწუხარებით იუწყება, რომ მოულოდნელად გარდაიცვალა ფონდის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი ბატონი ფრენკ გრენკე.

2019 წლის 7 მაისს, ქ.ვაშინგტონში ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტში გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „საქართველო და მისი სამეზობლო“. ღონისძიება, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა, გაიმართა კავკასიური კვლევების ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის, აშშ-ში საქართველოს საელჩოსა და აშშ-ის ქართული ასოციაციის ეგიდით.

25 აპრილს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ლევან მიქელაძის სახელობის ლექცია თემაზე „საქართველო ევროპული ინტეგრაციის გზაზე“.

2018 წლის 13 დეკემბერს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში" ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა პროექტის „საქართველოს ევროპული პერსპექტივის გახსნა“ შემაჯამებელი კონფერენცია.

ორშაბათს, 15 ოქტომბერს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით გაიმართა დისკუსია, „გზა ევროკავშირისკენ: სერბეთისა და მონტენეგროს გამოცდილება“.