დასახელება:  ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში

ხანგრძლივობა:  1 ნოემბერი 2015 – 28 თებერვალი 2017 (16 თვე)

ბიუჯეტი:  €79,658

დონორი:  სლოვაკეთის სააგენტო საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისთვის (Slovak-Aid) და ევროპის ფონდი

პროექტის მიზანი 

პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს პირდაპირი, გამჭირვალე და ღია დიალოგის წარმოებას სამიზნე ჯგუფებს შორის, მათ უზრუნველყოფას სხვადასხვა დარგის ექსპერტების დასკვნებითა და უკუკავშირით. პროექტი ითვალისწინებს საჯარო დისკუსიებსა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველო - ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებასა და სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირების ამ საკითხზე.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება Slovak Aid-ის ფინანსური ხელშეწყობითა და სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევით ცენტრთან (SFPA) თანამშრომლობით.

 

პროექტის ამოცანები

  • სამთავრობო, არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციებთან თანამშრომლობით საჯარო დისკუსიების ინსტიტუციონალიზაცია ევროკავშირის თემასთან დაკავშირებულ საკითხებზე
  • ექსპერტთა შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში ევროინტეგრაციის საკითხის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებებში
  • „ეროვნული კონვენცია ევროკავშირის სამუშაო ჯგუფებზე“ მოდელზე დაყრდნობით ევროკავშირის დარგობრივი საზოგადოებების შექმნა ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებაში მოქალაქეების ჩართულობისთვის
  • საზოგადოების ყველა სეგმენტისთვის მუდმივი და ინტერაქტიული საინფორმაციო არხების შექმნა
  • დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასა და ექსპერტთა პერმანენტული დიალოგის სფეროში სლოვაკების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება

 

პროექტის შედეგები

პლენარულ სხდომებზე მიღებული რეკომენდაციები

სამუშაო ჯგუფების შეხვედრების შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები

შესაბამის თემასთან დაკავშირებული კვლევის შედეგები (ექსპერტის მიერ მომზადებული)

პრეს რელიზები და პრეს კონფერენციები (თითოეული სამუშაო ჯგუფის შეხვედრისა და პლენარული სესიის შემდეგ)

ჩამოყალიბებული საკომუნიკაციო ქსელი ევროინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის ერთმანეთთან უკეთ კოოპერაციისთვის (სამთავრობო სტრუქტურები, მეწარმეები, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები და ა.შ.)

 

სამუშაო ჯგუფები

პროექტი ითვალისწინებს სამუშაო ჯგუფების შექმნას ქვეყანაში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პუნქტებთან. თითოეულ სამუშაო ჯგუფს ეყოლება ორი თანათავმჯდომარე, რომელთაგან ერთი იქნება სამთავრობო სტრუქტურის, ხოლო მეორე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი. სამუშაო ჯგუფის თემებზე იმუშავებს ადგილობრივი ექსპერტი, რომელიც უშუალოდ შეხვედრის დროს წარმოადგენს მის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს წინასწარ შერჩეულ თემებზე. სამუშაო ჯგუფის წევრები იქნებიან, როგორც სამთავრობო ასევე არასამთავრობო სექტორიდან. შეხვედრები გაიმართება თბილისში.

სულ იქნება ოთხი სამუშაო ჯგუფი, რომელთაგანაც თითოეული იმუშავებს ქვემოთ ჩამოთვლილ თემებზე:

 

  1. დიალოგი სტრატეგიულ კომუნიკაციებზე
  2. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე
  3. სოფლის მეურნეობა და რეგიონალური განვითარება
  4. ენერგეტიკა და გარემო  

ინტერესის შემთხვევაში ეწვიეთ პროექტის ვებგვერდს: http://euconvention.ge