მაისი 2011 - დეკემბერი 2012 $1,196 ბატონი ფრედერიკ პოლსენი (შემოწირულობა)
პროექტის მიზანია სტიპენდიების გამოყოფით ახალგაზრდების მხარდაჭერა საგანმანათლებლო სფეროებში |
1 სექტემბერი, 2011 - 30 სექტემბერი, 2012 €2,000 სლოვაკური ატლანტიკური კომისია
პროექტის მიზანია გაიზარდოს მთავრობის წარმომადგენელთა ექსპერტიზა, რომლებიც მონაწილეობენ ინტეგრაციის რეფორმების განხორციელებაში, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის საქართველოს მომზადებაში, საქართველოს არასამთავრობო სექტორის ექსპერტიზისა და ცოდნის ამაღლება ევროკავშირსა და ნატოში შესვლამდე საჭირო რეფორმების შესახებ. სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის ეკონომიკური განზომილების განვითარება და საქართველოსთვის დახმარების გაწევა. |
1 მაისი, 2011 - 28 თებერვალი, 2012 $34,665 ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
პროექტის მიზანია, საქართველოს კანონის შესაბამისად, "საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის" გადაწყვეტილებების ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მონიტორინგის პროცესის საშუალებით. სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებულობა სატელევიზიო მედიის სფეროში. |
1 თებერვალი, 2011 - 30 სექტემბერი, 2011 $19,580 ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
პროექტის ძრითადი მიზანი იყო "აღმოსავლეთ პარტნიორობა-სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი-საქართველოს ეროვნული პლატფორმის" ორგანიზაციების ჩართვა ევროინტეგრაციაზე ორიენტირებულ დისკუსიებში. |
დღეს, 23 იანვარს,11:00 საათზე პროექტის "ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში" ფარგლებში გაიმართა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის“ (DCFTA) სამუშაო ჯგუფის რიგით მეოთხე შეხვედრა თემაზე - "საბაჟო რეფორმები ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით და DCFTA-ით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება".
20 დეკემბერს 2016, 12:00 საათზე საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა სტრატეგიული კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც განიხილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კომუნიკაციის სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც მოამზადა ბ-ნმა გიორგი მუჩაიძემ. ღონისძიება გახსნა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ბ-ნმა ვიქტორ დოლიძემ.
ღონისძიებას თანათავმჯდომარეობა გაუწიეს ქ-ნმა მარიამ რაქვიაშვილმა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და ბ-ნმა დავით სიხარულიძემ, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარემ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო და აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით რეკომენდაციები წარადგინა სლოვაკმა ექსპერტმა, ბ-ნმა იაროსლავ ნადმა.
აქვს 20 წელზე მეტი გამოცდილება მთავარი ბუღალტრისა და ფინანსური მენეჯერის თანამდებობებზე სხვადასხვა წამყვან ორგანიზაციაში. აწარმოებს ყველა სახის ბუღალტრულ საქმიანობას ფონდისთვის პროფესიონალურ დონეზე. ასევე ამზადებს სხვადასხვა ტიპის ფინანსულ ანგარიშებს დონორებისთვის.
16 იანვარს 11:00-14:00 საათზე, საჯარო ბიბლიოთეკაში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა სოფლის მეურნეობა და რეგიონალური განვითარების სამუშაო ჯგუფის მეოთხე შეხვედრა თემაზე - “ფერმერთა რეგისტრაციის სისტემები”.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ, წარმომადგენლები სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებიდან. შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი ექსპერტის, ბატონი ლევან დადიანის და პოლონელი ექსპერტის, ქ-ნი ანეტა ჰეროდის მიერ მომზადებული რეკომენდაციები (ბ-ნი ლევან დადიანი რეკომენდაციის დოკუმენტის პირველადი მონახაზი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე http://euconvention.ge/27-4-investment-and-support-programs…).
1 ნოემბერი 2015 – 28 თებერვალი 2017 (16 თვე) €79,658 სლოვაკეთის სააგენტო საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისთვის (Slovak-Aid) და ევროპის ფონდი
პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს პირდაპირი, გამჭირვალე და ღია დიალოგის წარმოებას სამიზნე ჯგუფებს შორის, მათ უზრუნველყოფას სხვადასხვა დარგის ექსპერტების დასკვნებითა და უკუკავშირით. პროექტი ითვალისწინებს საჯარო დისკუსიებსა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველო - ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებასა და სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირების ამ საკითხზე.