სტრატეგიული კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

20 დეკემბერს 2016, 12:00 საათზე საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა სტრატეგიული კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც განიხილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კომუნიკაციის სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც მოამზადა ბ-ნმა გიორგი მუჩაიძემ. ღონისძიება გახსნა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ბ-ნმა ვიქტორ დოლიძემ.

ღონისძიებას თანათავმჯდომარეობა გაუწიეს ქ-ნმა მარიამ რაქვიაშვილმა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და ბ-ნმა დავით სიხარულიძემ, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარემ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო და აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით რეკომენდაციები წარადგინა სლოვაკმა ექსპერტმა, ბ-ნმა იაროსლავ ნადმა.

შეხვედრა გაიმართა პროექტის “ევროკავშირის ეროვნული კონვენცია საქართველოზე” ფარგლებში.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.

პროექტი ხორციელდება სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევით ცენტრთან (SFPA) თანამრომლობით, Slovak Aid-ისა და ევროპის ფონდის ფინანსური ხელშეწყობით.

პროექტის შესახებ დამატებით ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებგვერდს www.euconvention.ge

20-01-2017