31 ოქტომბერს, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებითა და ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით ჩატარდა სტრატეგიული კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც ექსპერტმა, გიორგი მუჩაიძემ, წარმოადგინა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიის სამომავლო დოკუმენტის შესაძლო შემადგენელი კომპონენტები.
შეხვედრას ესწრებოდნენ წარმომადგენლები როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორიდან, რომლებიც მუშაობენ უშუალოდ ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთwww.euconvention.ge
17 ოქტომბერს, პროექტის ”სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში“ ფარგლებში, გაიმართა სასწავლო შეხვედრები ქ.მარნეულის N1,3,4 და 5 საჯარო სკოებში. შეხვედრას უძღებოდა ექსპერტი ირაკლი ტაბლიაშვილი, რომელმაც ბავშებს აუხსნა ასოცირების შესახებ შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია და ისაუბრა საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობებზე. სკოლის მოსწავლეთა უმეტესობას ეთნიკურად აზერბაიჯანელი ბავშვები შეადგენდნენ, ამიტომ უზრუნველყოფილი იყო თანმიმდრევრული თარგმანი-ქართულიდან აზერბაიჯანულ ენაზე. მოსწავლეების მხრიდან თითოეულ დასმულ შეკითხვას გაეცა ამომწურავი პასუხი, შედგა საინტერესო დისკუსია. შეხვედრის ფარგლებში ნაჩვენები იქნა თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი„მოგზაურობა ევროპაში“ (აზერბაიჯანულ ენაზე), რომელმაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში. შეხვედრის ბოლოს დარიგდა ინფორმატიული სახის ბროშურები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და უვიზოდ მიმოსვლის შესახებ.
20 სექტემბერს, 2016 ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა პროექტის, “ასწავლე მაცნეს - ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები”, ფარგლებში გაიმართა რიგით მეოთხე სასწავლო შეხვედრა ქვემო ქართლის მუსლიმი სასულიერო ლიდერებისათვის.შეხვედრა ჩატარდა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
აღნიშნულ შეხვედრაზე პრეზენტაციებით წარსდგნენ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ მოწვეული ექსპერტები: ოლივერ რაისნერი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ევროპისმცოდნეობისა და კავკასიოლოგიის მიმართულებით, ვახუშტი მენაბდე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით და ვანო ჩხიკვაძე - ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო . შეხვედრას უძღვებოდა ჟურნალისტი, ბ-ნი ირაკლი ტაბლიაშვილი.
13 სექტემბერს, 11:00-14:00 საათზე, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა სოფლის მეურნეობა და რეგიონალური განვითარების სამუშაო ჯგუფის რიგით მესამე შეხვედრა თემაზე „საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ექსტენსიის სისტემის განვითარება“. შეხვედრა ჩატარდა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები. შეხვედრას უძღვებოდნენ ბატონი ლაშა ინაური, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი და ბატონი ილია კვიტაიშვილი, სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და განვითარების ინსტიტუტის დამფუძნებელი. შეხვედრაზე განხილული და შემუშავებული იქნება ადგილობრივი ექსპერტის, ბატონი ლევან დადიანის და სლოვაკი ექსპერტის, ბატონი იან ბარსვარის მიერ მომზადებული რეკომენდაციები.
რეკომენდაციების ელექტრონული ვერსიები და შეხვედრის ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომია პროექტის ვებ-გვერდზე www.euconvention.ge
6 სექტემბერს, ქ.მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით, პროექტის 'ასწავლე მაცნეს- ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები' ფარგლებში, მიმდინარეობს სასწავლო შეხვედრა ქვემო ქართლის მუსლიმ სასულიერო ლიდერებთან.
სასწავლო შეხვედრის თემებია - ოჯახური ღირებულებები ევროკავშირის ქვეყნებში, რელიგიის თავისუფლება და რელიგიური უმცირესობათა უფლებები საქართველოსა და ევროპაში.
9 აგვისტოს მარნეულის მუნიციპალიტეტში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით მიმდინარეობს მრგვალი მაგიდის დისკუსია ქვემო ქართლის რეგიონის მედიის, არასამამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის. შეხვედრის სადისკუსიო თემებს წარმოადგენს: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების( DCFTA) შესაძლებლობები და წარმატების მაგალითები. შეხვედრას უძღვებიან ქ-ნი თეა კუნჭულია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, მედია ექსპერტი ბ-ნი ირაკლი ტაბლიაშვილი და ბ-ნი ზურაბ მოდებაძე, ”ევროპა საქართველოსთვის” წარმომადგენელი.
5 აგვისტოს, რუსთავში (დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ჩატარდა მედია ტრენინგი ქვემო ქართლის რეგიონის მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრის თემები იყო: ახალი ამბების წერა თანამედროვე ჟურნალისტიკაში, აუდიტორიის ქცევა და მისი გავლენა მედია პროდუქტის დაგეგმვაზე, სოციალური ქსელების გავლენა თანამედროვე მედიაზე და სხვა მსგავსი საკითხები. შეხვედრას უძღვებოდა ქ-ნი ეკა ფირცხალავა.
29 ივლისს 15:30 – 17:30 საათზე ქ.მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა პროექტის „ასწავლე მაცნეს - ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები“ ფარგლებში, გამართა სასწავლო შეხვედრა ქვემო ქართლის მუსლიმ სასულიერო ლიდერებთან.
15 ივლისს 11:00 საათზე ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა საქართველოს რეფორმების ასოციაციასთან ერთად გამართა ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა თემაზე "ბიომასის ეფექტური გამოყენება". შეხვედრა გაიმართა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში.
შეხვედრას უძღვებოდა ქალბატონი მაია ბითაძე - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე.
შეხვედრისთვის ადგილობრივმა ექსპერტმა, ქალბატონმა ნატალია შათირაშვილმა და სლოვაკმა ექსპერტმა, ბატონმა შტეფან სმრეკოვსკიმ მოამზადეს რეკომენდაციები, რომლებიც განსახილველად წარედგინათ სამუშაო ჯგუფის წევრებს.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ პროექტის ვებ-გვერდს www.euconvention.ge
12 ივლისს, სასტუმრო „ამბასადორში“ , ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა პროექტის „ასწავლე მაცნეს - ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები“ ფარგლებში, გამართა სასწავლო შეხვედრა ქვემო ქართლის მუსლიმ სასულიერო პირებთან.
აღნიშნულ შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს ლევან მიქელაძის ფონდის განვითარების პროგრამის დირექტორმა ქნ-მა ეკატერინე ბარამიძემ, სრულიად საქართველოს შეიხმა რამინ იგიდოვმა და ამიერკავკასიის მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელმა საქართველოში აივას მარდანოვმა.