16 დეკემბერს, 11:00 საათზე, პროექტის "ეროვნული კონცენცია ევროკავშირზე საქართველოში" (www.euconvention.ge) ფარგლებში გაიმართა „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის“ (DCFTA) სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრა თემაზე - "ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის აღსრულების მექანიზმების ანალიზი". შეხვედრა გაიმართა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ოფისში, შ.დადიანის ქ 2/1.
შეხვედრას მოდერაცია გაუწია ქალბატონმა მარიამ გაბუნიამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს, საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და ბატონმა მიხეილ სხიერელმა, რეგიონალური პროგრამის მენეჯერი -PMCG.
შეხვედრისთვის რეკომენდაციები მოამზადა ბ-ნმა გიორგი თაქთაქიშვილმა და ქ-ნმა სოფიო მუჯირმა.
12 დეკემბერს, თბილისის ჯუმა მეჩეთის საკონფერენციო დარბაზში, 10:00- 16:00 საათზე, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა პროექტის, “ასწავლე მაცნეს - ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები”, ფარგლებში გამართა ბოლო სასწავლო შეხვედრა ქვემო ქართლის მუსლიმ სასულიერო ლიდერებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი იასინ ალიევი , სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები, ქვემო ქართლში მოღვაწე მუსლიმი სასულიერო პირები და ეთნიკურად აზერბაიჯანელი სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საქართველოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში
ა.წ. 6 დეკემბერს, პროექტის ‘სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში’ ფარგლებში, გაიმართა სასწავლო შეხვედრები ახალციხის (N 2,3,5,6) საჯარო სკოლებში. შეხვედრებს უძღვებოდა ოლივერ რაისნერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ევროპისმცოდნეობისა და კავკასიოლოგიის მიმართულებით.
5 დეკემბერს, ქ.ახალციხეში, სასტუმრო „რაბატში“, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა პროექტის “ასწავლე მაცნეს - ევროკავშირი, ადამიანის
უფლებები და ოჯახური ღირებულებები” ფარგლებში გამართა მესამე სასწავლო შეხვედრა სამცხე-ჯავახეთში მოღვაწე ლათინური და სომხური წესის კათოლიკე მღვდლებისა და მათი მრევლისთვის.
შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნენ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესს , განიხილეს სეკულარიზმის გამოწვევები საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. საინტერესო დისკუსია შედგა ევროპულ ღირებულებებსა და რელიგიის თავისუფლებაზე.
ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი განსაკუთრებულ მადლობას უხდის პროექტის დონორს ჰოლანდიის სამეფოს საელჩოს და ფონდის მიერ მოწვეულ ექპერტებს - მიხეილ მირზიაშვილს, ოლივერ რაიზნერს და ქეთი აბაშიძეს.
ა.წ. 25 ნოემბერს, ქ. ახალციხეში, სასტუმრო „რაბატში“, „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა“ პროექტის “ასწავლე მაცნეს - ევროკავშირი, ადამიანის
უფლებები და ოჯახური ღირებულებები” ფარგლებში გამართა რიგით მეორე სასწავლო შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის კათოლიკე სასულიერო ლიდერებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთში მოღვაწე ლათინური და სომხური წესის კათოლიკე მღვდლები და მათი მრევლი.
ა.წ. 24-25 ნოემბერს, პროექტის ‘სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში’ ფარგლებში, გაიმართა სასწავლო შეხვედრები ქ.ნინოწმინდისა ( N 1,2,3,4) და ახალქალაქის (N 1, 4, 5) საჯარო სკოლებში.
7 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 13:30- 16:30 საათზე ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა პროექტის, “ასწავლე მაცნეს - ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები”, ფარგლებში გამართა რიგით მეხუთე სასწავლო შეხვედრა ქვემო ქართლის მუსლიმ სასულიერო ლიდერებთან.
საქართველოს პრეზიდენტმა ლევან მიქელაძე გარდაცვალების შემდეგ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.
პარასკევს, 4 ნოემბერს, 13:00 საათზე, პროექტის "ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში" ფარგლებში გაიმართა ენერგეტიკა და გარემოს დაცვის სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრა თემაზე „ენერგო ეფექტურობის ფონდის როლი და ფუნქციები“.
26 ოქტომბერს, ქ. ახალციხეში, სასტუმრო „რაბატში“, „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა“ პროექტის “ ასწავლე მაცნეს - ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები” ფარგლებში გამართა რიგით პირველი სასწავლო შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის კათოლიკე სასულიერო ლიდერებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთში მოღვაწე ლათინური და სომხური წესის კათოლიკე მღვდლები.შეხვედრა გაიმართა რუსულ ენაზე.