პროექტი „საინფორმაციო კამპანია ევროკავშირთან საქართველოს უვიზო რეჟიმი“ ხორციელდება „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური ხელშეწყობით.

24 თებერვალს, 10 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით გაიმართა საპანელო დისკუსია თემაზე: “საქართველო ცვალებად საერთაშორისო გარემოში“. 

2017 წლის 17 თებერვალს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ , ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით გაიმართა პროექტის "ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში" დასკვნითი ღონისძიება.

16 თებერვალს, 12:00 საათზე, ლევან მიქელაძის ფონდის ორგანიზებით გაიმართა სტრატეგიული კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფის მე-5 შეხვედრა, სადაც წარადგინეს და განიხილეს დოკუმენტი - "საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კომუნიკაციის სამთავრობო სტრატეგია 2017-2020 წლებისთვის".

დოკუმენტის მომზადების პროცესი წარიმართა აქტიური თანამშრომლობით სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტის „ასოცირების შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში" ხელშეწყობით. დოკუმენტის ნატოს ნაწილი მოამზადა ბ-ნმა გიორგი მუჩაიძემ, ხოლო ევროკავშირის ნაწილზე იმუშავა ბ-მა ივანე ჩხიკვაძემ.

13 თებერვალს, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამუშაო ჯგუფის რიგით მე-4 შეხვედრა თემაზე - „რეკომენდაციები გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვეციისადმი წარსადგენი მეოთხე ეროვნული შეტყობინებისა და მეორე ორწლიანი განახლებადი ანგარიშის მოსამზადებლად“. შეხვედრის თანათავმჯდომარეები იყვნენ ქ-ნი ეკატერინე გრიგალავა - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე და ბ-ნი გიორგი მუხიგულიშვილი, WEG (World Experience for Georgia). შეხვედრა გაიმართა პროექტის "ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში" ფარგლებში. პროექტის შესახებ დამატებითი ინფომაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს www.euconvention.ge

31 იანვარს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრსა და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი.

30 იანვარს 12:30 საათზე, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა პროექტის, „ასწავლე მაცნეს - ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები“, შემაჯამებელი კონფერენცია.

დღეს, 23 იანვარს,11:00 საათზე პროექტის "ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში" ფარგლებში გაიმართა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის“ (DCFTA) სამუშაო ჯგუფის რიგით მეოთხე შეხვედრა თემაზე - "საბაჟო რეფორმები ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით და DCFTA-ით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება".

 

20 დეკემბერს 2016, 12:00 საათზე საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა სტრატეგიული კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც განიხილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კომუნიკაციის სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც მოამზადა ბ-ნმა გიორგი მუჩაიძემ. ღონისძიება გახსნა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ბ-ნმა ვიქტორ დოლიძემ.

ღონისძიებას თანათავმჯდომარეობა გაუწიეს ქ-ნმა მარიამ რაქვიაშვილმა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და ბ-ნმა დავით სიხარულიძემ, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარემ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო და აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით რეკომენდაციები წარადგინა სლოვაკმა ექსპერტმა, ბ-ნმა იაროსლავ ნადმა.

16 იანვარს 11:00-14:00 საათზე, საჯარო ბიბლიოთეკაში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა სოფლის მეურნეობა და რეგიონალური განვითარების სამუშაო ჯგუფის მეოთხე შეხვედრა თემაზე - “ფერმერთა რეგისტრაციის სისტემები”.

აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ, წარმომადგენლები სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებიდან. შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი ექსპერტის, ბატონი ლევან დადიანის და პოლონელი ექსპერტის, ქ-ნი ანეტა ჰეროდის მიერ მომზადებული რეკომენდაციები (ბ-ნი ლევან დადიანი რეკომენდაციის დოკუმენტის პირველადი მონახაზი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე http://euconvention.ge/27-4-investment-and-support-programs…).