დასახელება:  ქმედებების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმა საქართველოზე

ხანგრძლივობა:  აგვისტო - ოქტომბერი, 2015

ბიუჯეტი:  $25,000

დონორი:  ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი კავკასიის კვლევებისათვის, აშშ

პროექტის მიზანია  სამეცნიერო ნაშრომის შემუშავება  ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის   (JCPOA) გავლენის ანალიზის შესახებ საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაზე, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ საკითხებზე - ”ხედვა საქართველოდან JCPOA- ს გავლენის შესახებ საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაზე”

დასახელება:  მიმდინარე პროცესები ახლო აღმოსავლეთში და საქართველოში

ხანგრძლივობა:  აპრილი 2015

ბიუჯეტი:  $365

დონორი:  ბატონი ფრედერიკ პოლსენი (შემოწირულობა)

კონფერენციის ძირითადი მიზანი იყო ახლო აღმოსავლეთში არსებული პოლიტიკური ვითარების განხილვა და რეგიონის სამომავლო მოლოდინების შესახებ განსხვავებული პოზიციების და შეხედულებების წარმოდგენა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე მოლაპარაკებებს და ირანის ბირთვულ პროგრამას. ამავე დროს, ხაზგასმით აღინიშნა ირან-საქართველოს ურთიერთობები თავიდანვე დღემდე.

დასახელება:  სტუდენტზე ორიენტირებული განათლება

ხანგრძლივობა:  1 სექტემბერი, 2014 - 30 ივნისი, 2015

ბიუჯეტი:  $19.797

დონორი:  ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

პროექტის ძირითადი მიზანია სწავლის პროცესის გაუმჯობესება და ადმინისტრაციულ სფეროებში საქართველოს უნივერსიტეტებში სტუდენტების ჩართულობის გაზრდა.

დასახელება:  ბრატისლავას გლობალური უსაფრთხოების ფორუმი

ხანგრძლივობა:  ივნისი, 2015

ბიუჯეტი:  $995

დონორი:  ბატონი ფრედერიკ პოლსენი (შემოწირულობა)

ამ პროექტმა ხაზი გაუსვა 21-ე საუკუნის ევროპული უსაფრთხოების მნიშვნელობას, განსაკუთრებით ენერგეტიკულ და კიბერ უსაფრთხოებას, თავდაცვას. ფორუმმა აჩვენა ისლამური ექსტრემიზმის სერიოზული საფრთხე, არა მხოლოდ ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ფორუმმა განსაკუთრებული ყურადღება მიმართა უკრაინის კრიზისებსა და რუსეთის მიმართ და განიხილა ცენტრალური ევროპის გამოწვევები, საერთაშორისო დღის წესრიგში დამოუკიდებლად მოქმედების საფრთხეები.

დასახელება:  საქართველო უსაფრთხოების ახალ გარემოში

ხანგრძლივობა:  აპრილი - მაისი, 2015

ბიუჯეტი:  $3850

დონორი:  ბატონი ფრედერიკ პოლსენი (შემოწირულობა); ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი, კავკასიის კვლევებისათვის, აშშ

კონფერენციის მთავარი მიზანი იყო შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, საქართველოს მიმართ აშშ-ს პოლიტიკის, ასევე მისი ამჟამინდელი და სამომავლო გამოწვევების განხილვა. ხაზი გაესვა რეგიონის შიდა და გარე ფაქტორებს, გამოცდილმა და პროფესიონალმა ექსპერტებმა ხაზი  გაუსვეს იდეებს ახალ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.

დასახელება:  ევროკავშირი-საქართველო თანამშრომლობა

ხანგრძლივობა:  მარტი - ივლისი, 2015

ბიუჯეტი:  $34.950

დონორი:  ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი კავკასიის კვლევებისათვის, აშშ

პროექტის მიზანია  ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი

დასახელება:  სტუდენტების სტიპენდიები და პრემიები

ხანგრძლივობა:  დეკემბერი 2014 - ივნისი 2015

ბიუჯეტი:  $1,097

დონორი:  ბატონი ფრედერიკ პოლსენი (შემოწირულობა)

ამ პროექტის მთავარი მიზანია სტუდენტების დაჯილდოება. გრანტებითა და პრემიით მათი ფინანსური მხარდაჭერა.

დასახელება:  შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების სტრატეგიული კონტექსტის ჩამოყალიბება

ხანგრძლივობა:  30 ოქტომბერი, 2014

ბიუჯეტი:  $926.04

დონორი:  ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი კავკასიის კვლევებისათვის, აშშ

ეს პროექტი მიზნად ისახავდა რუსეთის აგრესიული ქმედებების შედეგად შავი ზღვის რეგიონის წინაშე არსებული დაბრკოლებებისა და გამოწვევების განხილვას ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში.  შეხვედრაზე ხაზი გაესვა ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევების მნიშვნელობას და წარმოდგენილი იქნა მრავალი მოსაზრება, თუ როგორ შეიძლება ამ სიტუაციის მოგვარება.

დასახელება:  საქართველოს ევროპული გზა

ხანგრძლივობა:  11 ივლისი, 2014

ბიუჯეტი:  $1,484.77

დონორი:  ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი კავკასიის კვლევებისათვის, აშშ

პროექტის მიზანი იყო ევროკავშირში საქართველოს მონაწილეობის მხარდაჭერა, მისი ისტორიული ფონისა და პოტენციალის გათვალისწინებით. კონფერენციაზე ასევე ხაზი გაესვა ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობას, რომელიც ქვეყნისთვის მრავალ უპირატესობასა და სარგებელს ითვალისწინებს.

დასახელება:  საქართველოს ევროპული მომავალი: შეერთებული შტატების როლი

ხანგრძლივობა:  6 მაისი, 2014

ბიუჯეტი:  $6,032.13

დონორი:  კარნეგის ფონდი

კონფერენციის ძირითადი მიზანი იყო ხაზი გაესვა ევროკავშირში საქართველოს წევრობის მნიშვნელობაზე, სადაც მნიშვნელოვანი დისკუსია დაეთმო აშშ-ს პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით.