დასახელება:  სტუდენტთა სტიპენდიები

ხანგრძლივობა:  მაისი 2011 - დეკემბერი 2012

ბიუჯეტი:  $1,196

დონორი:  ბატონი ფრედერიკ პოლსენი (შემოწირულობა)

პროექტის მიზანია სტიპენდიების გამოყოფით ახალგაზრდების მხარდაჭერა საგანმანათლებლო სფეროებში

დასახელება:  საქართველო აკაკუნებს ევროკავშირის კარზე

ხანგრძლივობა:  1 სექტემბერი, 2011 - 30 სექტემბერი, 2012

ბიუჯეტი:  €2,000

დონორი:  სლოვაკური ატლანტიკური კომისია

პროექტის მიზანია გაიზარდოს მთავრობის წარმომადგენელთა ექსპერტიზა, რომლებიც მონაწილეობენ ინტეგრაციის რეფორმების განხორციელებაში, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის საქართველოს მომზადებაში, საქართველოს არასამთავრობო სექტორის ექსპერტიზისა და ცოდნის ამაღლება ევროკავშირსა და ნატოში შესვლამდე საჭირო რეფორმების შესახებ. სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის ეკონომიკური განზომილების განვითარება და საქართველოსთვის დახმარების გაწევა.

დასახელება:  მედიის სამოქალაქო მონიტორინგი

ხანგრძლივობა:  1 მაისი, 2011 - 28 თებერვალი, 2012

ბიუჯეტი:  $34,665

დონორი:  ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

პროექტის მიზანია, საქართველოს კანონის შესაბამისად, "საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის" გადაწყვეტილებების ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მონიტორინგის პროცესის საშუალებით. სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებულობა სატელევიზიო მედიის სფეროში.

დასახელება:  დისკუსია აღმოსავლეთ პარტნიორობის თემებზე

ხანგრძლივობა:  1 თებერვალი, 2011 - 30 სექტემბერი, 2011

ბიუჯეტი:  $19,580

დონორი:  ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

პროექტის ძრითადი მიზანი იყო "აღმოსავლეთ პარტნიორობა-სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი-საქართველოს ეროვნული პლატფორმის" ორგანიზაციების ჩართვა ევროინტეგრაციაზე ორიენტირებულ დისკუსიებში.

დასახელება:  ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში

ხანგრძლივობა:  1 ნოემბერი 2015 – 28 თებერვალი 2017 (16 თვე)

ბიუჯეტი:  €79,658

დონორი:  სლოვაკეთის სააგენტო საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისთვის (Slovak-Aid) და ევროპის ფონდი

პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს პირდაპირი, გამჭირვალე და ღია დიალოგის წარმოებას სამიზნე ჯგუფებს შორის, მათ უზრუნველყოფას სხვადასხვა დარგის ექსპერტების დასკვნებითა და უკუკავშირით. პროექტი ითვალისწინებს საჯარო დისკუსიებსა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველო - ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებასა და სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირების ამ საკითხზე.