ამა წლის 2 აგვისტოს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში, პროექტის „ასწავლე მაცნეს" ფარგლებში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა სასწავლო შეხვედრა აჭარის რელიგიურ უმცირესობებთან. 

2017 წლის ივლისი- 2017 წლის დეკემბერი $14,985 East - West Management Institute (EWMI)

 

მიზანი: ახალციხის, ახალქალაქისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ქალთა მხარდაჭერა რათა ჩამოყალიბდეს ქალთა ამომრჩევლების ჯგუფი 2017 წლის შემოდგომის რეგიონალური არჩევნებისთვის და მათი გაძლიერება რომ გახდნენ უფრო აქტიური მოქალაქეები.

3 ივლისს, კახეთში სასტუმრო "ამბასადორი კაჭრეთში", პროექტის „ასწავლე მაცნეს" ფარგლებში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა სასწავლო შეხვედრა კახეთის რეგიონის რელიგიურ უმცირესობებთან.

ივნისში East-West Management Institute (ACCESS) პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტები გამოვლინდა, რომელთა შორის ერთ-ერთი ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის პროექტია "ეთნიკურ უმცირესობებს შორის ქალი ამომრჩევლების ჩამოყალიბება " .

 

9 ივნისს ქ. ახალციხეში, სასტუმრო „ჯინო ველნეს რაბატში“, პროექტის „ასწავლე მაცნეს" ფარგლებში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა სასწავლო შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის რელიგიურ უმცირესობებთან. 

2017 წლის 23 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ღონისძიება, სადაც ლევან მიქელაძის სახელობის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ყიფშიძემ წლიური ანგარიში წარადგინა. 

ა.წ.19 მაისს, ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით გაიმართა საექსპერტო დისკუსია თემაზე : „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი და მისი მნიშვნელობა სამხრეთ კავკასიისთვის“.