ივნისი, 2015 $995 ბატონი ფრედერიკ პოლსენი (შემოწირულობა)

ამ პროექტმა ხაზი გაუსვა 21-ე საუკუნის ევროპული უსაფრთხოების მნიშვნელობას, განსაკუთრებით ენერგეტიკულ და კიბერ უსაფრთხოებას, თავდაცვას. ფორუმმა აჩვენა ისლამური ექსტრემიზმის სერიოზული საფრთხე, არა მხოლოდ ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ფორუმმა განსაკუთრებული ყურადღება მიმართა უკრაინის კრიზისებსა და რუსეთის მიმართ და განიხილა ცენტრალური ევროპის გამოწვევები, საერთაშორისო დღის წესრიგში დამოუკიდებლად მოქმედების საფრთხეები.

აპრილი - მაისი, 2015 $3850 ბატონი ფრედერიკ პოლსენი (შემოწირულობა); ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი, კავკასიის კვლევებისათვის, აშშ

კონფერენციის მთავარი მიზანი იყო შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, საქართველოს მიმართ აშშ-ს პოლიტიკის, ასევე მისი ამჟამინდელი და სამომავლო გამოწვევების განხილვა. ხაზი გაესვა რეგიონის შიდა და გარე ფაქტორებს, გამოცდილმა და პროფესიონალმა ექსპერტებმა ხაზი  გაუსვეს იდეებს ახალ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.

მარტი - ივლისი, 2015 $34.950 ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი კავკასიის კვლევებისათვის, აშშ

პროექტის მიზანია  ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი

დეკემბერი 2014 - ივნისი 2015 $1,097 ბატონი ფრედერიკ პოლსენი (შემოწირულობა)

ამ პროექტის მთავარი მიზანია სტუდენტების დაჯილდოება. გრანტებითა და პრემიით მათი ფინანსური მხარდაჭერა.

30 ოქტომბერი, 2014 $926.04 ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი კავკასიის კვლევებისათვის, აშშ

ეს პროექტი მიზნად ისახავდა რუსეთის აგრესიული ქმედებების შედეგად შავი ზღვის რეგიონის წინაშე არსებული დაბრკოლებებისა და გამოწვევების განხილვას ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში.  შეხვედრაზე ხაზი გაესვა ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევების მნიშვნელობას და წარმოდგენილი იქნა მრავალი მოსაზრება, თუ როგორ შეიძლება ამ სიტუაციის მოგვარება.

11 ივლისი, 2014 $1,484.77 ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი კავკასიის კვლევებისათვის, აშშ

პროექტის მიზანი იყო ევროკავშირში საქართველოს მონაწილეობის მხარდაჭერა, მისი ისტორიული ფონისა და პოტენციალის გათვალისწინებით. კონფერენციაზე ასევე ხაზი გაესვა ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობას, რომელიც ქვეყნისთვის მრავალ უპირატესობასა და სარგებელს ითვალისწინებს.

6 მაისი, 2014 $6,032.13 კარნეგის ფონდი

კონფერენციის ძირითადი მიზანი იყო ხაზი გაესვა ევროკავშირში საქართველოს წევრობის მნიშვნელობაზე, სადაც მნიშვნელოვანი დისკუსია დაეთმო აშშ-ს პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით.

1 აპრილი, 2014 - 1 მარტი, 2015 $37,370 NED

პროექტის მიზანია  საზოგადოებაში ახალგაზრდების პოზიტიური მონაწილეობის წახალისება. ხელი შეუწყონ თანამდებობის პირთა გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას მოქალაქეთა წინაშე.

1 ივლისი - 31 დეკემბერი 2013 €1,000 სლოვაკური ატლანტიკური კომისია

პროექტის მიზანია ინტეგრაციის რეფორმების განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო მოხელეების ცოდნის ამაღლება და ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის საქართველოს მომზადება. საქართველოს არასამთავრობო სექტორის გამოცდილებისა და ცოდნის ამაღლება ევროკავშირსა და ნატოში შესვლამდე საჭირო რეფორმების შესახებ. სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის ეკონომიკური განზომილების ხელშეწყობა და სლოვაკეთის რესპუბლიკის განვითარების დახმარება საქართველოში.

1 ივნისი, 2013 - 1 მარტი 2014 $19,965 ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

პროექტის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდობის წარმომადგენლების დახმარება (თბილისი და ახალქალაქი) მათ სამოქალაქო ცხოვრებაში და მიმდინარე პროცესებში ჩართვის მიზნით; შესაძლებლობების განვითარების და ადვოკატირების უნარების მხარდაჭერა.