1 მაისი, 2019 - აპრილი 30, 2020 $48,306 National Endowment for Democracy
პროექტის მიზანია, საზოგადოებრივი განხილვისა და საქართველოს მთავრობის პოლიტიკის კრიტიკული გადაფასების წახალისება
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ, აგრეთვე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თემებს შორის ნდობისა და თანამშრომლობის გაზრდა.
ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა 19 დეკემბერს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში ჩაატარა საჯარო დისკუსია თემაზე: „კონფლიქტის ტრანსფორმაციის ხელშეწყობა“. ღონისძიება გაიმართა ამავე სახელწოდების პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დემოკრატიის ეროვნული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. საჯარო დისკუსიის ფარგლებში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მოწვეულმა მკვლევარმა, ნათია ჭანკვეტაძემ, დამსწრე საზოგადოებას გააცნო მიმდინარე კვლევის მიზნები და ამ ეტაპისთვის არსებული შედეგები. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ექსპერტებმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა. დისკუსია მიეძღვნა კონფლიქტების ტრანსფორმაციის სხვადასხვა შესაძლებლობებისა და მათი სისრულეში მოყვანის პერსპექტივების განხილვას. ექსპერტებმა ასევე ისაუბრეს შემაფერხებელ ფაქტორებზე და მათ გავლენაზე ტრანსფორმაციის პროცესზე. გააჟღერეს ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები და სამომავლო გეგმები. აღნიშნულ ღონისძიებას წინ უძღვოდა დისკუსია-სემინარები ზუგდიდში, გორსა და წეროვანში, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გაუზიარეს დამსწრეებს შეხედულებები, იმედები და მოლოდინები კონფლიქტის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით.
13 ივნისი, 2019 - 19 დეკემბერი, 2019 9992 EUR SlovakAid
პროექტი მიზნად ისახავს, ცნობიერების ამაღლებითა და უნარების გაუმჯობესებით,
დაუცველ თემებში რადიკალიზაციისა და ექსტრემისზმის რისკების აღმოხვრას უცნობი
პროპაგანდის მიმართ, როგორც რადიკალიზაციის მიზეზად.
ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი ახორციელებს პროექტს „რადიკალიზაციის პრევენცია აზერბაიჯანულ თემში“, რომლის ფარგლებში გაიმართა ოთხი სამუშაო შეხვედრა: 7 ოქტომბერს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში; 17 ოქტომბერს ბოლნისსა და მარნეულში; 22 ოქტომბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში.
25 ივლისს, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა პროექტის "კონფლიქტის ტრანსფორმაციის ხელშეწყობა" ფარგლებში გამართა დისკუსია ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
23 ივლისს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა პროექტის ‘’კონფლიქტის ტრანსფორმაციის ხელშეწყობა’’ ფარგლებში გამართა დისკუსია გორის მუნიციპალიტეტის მერიაში. ღონისძიება მიეძღვნა კონფლიქტის ტრანსფორმაციის, როგორც კონფლიქტის მოგვარების დამატებითი მიდგომის განხილვას.
19 ივლისს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში გამართა დისკუსია, რომელიც პროექტის "კონფლიქტის ტრანსფორმაციის ხელშეწყობა’’ ფარგლებში ხორციელდება.
2019 წლის 11 ივნისს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ეგიდით გაიმართა ღონისძიება, სადაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საზოგადოებრივი გეოგრაფიის ფაკულტეტების სტუდენტებს გადაეცათ ლევან მიქელაძის სახელობის პრემია
ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი მწუხარებით იუწყება, რომ მოულოდნელად გარდაიცვალა ფონდის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი ბატონი ფრენკ გრენკე.