4 ივნისს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა პროექტის ‘’საქართველოს მომავალი’’ ფარგლებში გამართა პუბლიკაციის ‘’ბრძოლა და მსხვერპლშეწირვა: საქართველოს უახლესი ისტორიის ნარატივები’’ პრეზენტაცია გორში. პუბლიკაცია მომზადდა ფონდის მიერ მოწვეული მკვლევრის, ქეთი სართანიას მიერ.
პრეზენტაციას დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითა და „კარნეგი ევროპასთან“ თანამშრომლობით და მიზნად ისახავს ქართულ საზოგადოებაში სოციალური ტრანსფორმაციის ცალკეული ასპექტების სიღრმისეულ ანალიზსა და საჯარო სივრცეში დისკუსიის ხელშეწყობას.
ქართულენოვანი სტატია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე http://mikeladzefoundation.org/.../1621345007_qethi...

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი „კარნეგი ევროპა“-სთან პარტნიორობით ახორციელებს პროექტს „საქართველოს მომავალი,“ რომლის ფარგლებში მოწვეულმა მკვლევარებმა, ნათია ჭანკვეტაძემ და ქეთევან მურუსიძემ, მოამზადეს პუბლიკაცია სახელწოდებით „Re-examining the Radicalizing Narratives of Georgia’s Conflicts.” პროექტის ფინანსური მხარდამჭერია შვედეთის მთავრობა.
აღნიშნული სტატიის ელექტრონულ ვერსიის წასაკითხად გადადით შემდეგ ბმულზე:

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი „კარნეგი ევროპა“-სთან პარტნიორობით ახორციელებს პროექტს „საქართველოს მომავალი,“ რომლის ფარგლებში მოწვეულმა მკვლევარმა, ქეთი სართანიამ, მოამზადა პუბლიკაცია სახელწოდებით „Struggle and Sacrifice: Narratives of Georgia’s Modern History.” პროექტის ფინანსური მხარდამჭერია შვედეთის მთავრობა.
აღნიშნული სტატიის ელექტრონულ ვერსიის წასაკითხად გადადით შემდეგ ბმულზე: https://carnegieeurope.eu/.../struggle-and-sacrifice...

2021 წლის 13 აპრილს გაიმართა პროექტის „საქართველოს მომავალი“ წარდგენა. პროექტს ერთობლივად ახორციელებენ „კარნეგი ევროპა“ და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს შვედეთის მთავრობა. პროექტის მიზანია ქართულ საზოგადოებაში სოციალური ტრანსფორმაციის ცალკეული ასპექტების სიღრმისეული ანალიზი და საჯარო სივრცეში დისკუსიის ხელშეწყობა. ღონისძიება ვებინარის ფორმატში გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს „კარნეგი ევროპას“ უფროსმა მკვლევარმა ტომ დე ვაალმა, ლევან მიქელაძის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გეგეშიძემ, „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილემ დასტინ გილბრეთმა და პროექტის მოწვეულმა მკვლევარმა ნინო ლეჟავამ. ვებინარზე ორი პრეზენტაცია გაკეთდა: პირველი გახლდათ სპეციალურად პროექტის მიზნებისთვის განხორციელებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, ხოლო მეორე - ასევე პროექტის ფარგლებში შესრულებული ანალიტიკური სტატია „დაუსრულებელი მცდელობა: საქართველო ევროპაში საკუთარი ალაგის ძიებაში.“ სტატიის ძირითადი მიგნებების შესახებ თავად ავტორმა, ნინო ლეჟავამ, ისაუბრა. შემდგომში გაიხსნა დისკუსია, სადაც მსმენელებმა შეკითხვებით მიმართეს ვებინარის მონაწილეებს. სულ 100-ზე მეტი დაინტერესებული პირი იყო დარეგისტრირებული საქართველოდან, ევროპიდან და აშშ-დან. ღონისძიების ჩანაწერის ხილვა შეგიძლიათ ბმულზე: https://m.youtube.com/watch?v=fWZsO38k06E&list=WL...

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი „კარნეგი ევროპა“-სთან პარტნიორობით ახორციელებს პროექტს „საქართველოს მომავალი,“ რომლის ფარგლებში მოწვეულმა მკვლევარმა, ნინო ლეჟავამ, მოამზადა პუბლიკაცია სახელწოდებით „Georgia’s Unfinished Search for Its Place in Europe.” პროექტის ფინანსური მხარდამჭერია შვედეთის მთავრობა.
აღნიშნული სტატიის ელექტრონულ ვერსიის წასაკითხად გადადით შემდეგ ბმულზე: http://mikeladzefoundation.org/.../1617794913_lejava...
სტატიის ქართულენოვანი ვერსია რამდენიმე დღეში განთავსდება ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ვებგვერდზე: http://mikeladzefoundation.org/

თებერვალი 1, 2020 - მაისი 1 , 2022 112,982 EUR Slovak Foreign Policy Association, ფრიდრიხ ებერტის ფონდი.

პროექტის მთავარი მიზანია; პირდაპირი, გამჭვირვალე და ღია დიალოგის სტიმულირება ქვეყნებს, სამიზნე ჯგუფებს შორის,
მათთვის სხვადასხვა ქსელის ექსპერტის ინფორმაციისა და უკუკავშირის მიწოდება.
აგრეთვე, ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობის ხელშეწყობა დისკუსიაში, რომელიც ეხება ევროპის ძირითადი საკითხებს.
საქართველოს ინტეგრაცია და მისი საბოლოო წარმატება, საერთო პოლიტიკური ინტერესების მქონე ჯგუფების ფორმირების ხელშეწყობა.

2021 წლის 26 თებერვალს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა ვებინარი თემაზე „საქართველოს სამეზობლო: მიმდინარე მოვლენები და პროცესები.“ მსგავსი ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და ეძღვნება ლევან მიქელაძის ხსოვნას და დაბადების დღეს. წელს ეს ვებინარი მისი დაბადების 64-ე წლისთავის აღსანიშნად გაიმართა.
ვებინარი პანელური დისკუსიის ფორმატში შედგა, სადაც მოწვეულმა სპიკერებმა მიმოიხილეს საქართველოს მეზობელი ქვეყნებსა და, ზოგადად, რეგიონში მიმდინარე პროცესები, მათი გავლენა საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებზე. აღსანიშნავია, რომ გასული წლის შემოდგომაზე მთიანი ყარაბაღის ირგვლივ განვთარებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად შეცვალა რეგიონში არსებული ძალთა ბალანსი, ჩამოყალიბება დაიწყო ახალმა სტატუს-კვომ, რაც საქართველოსთვის რისკებთან ერთად შესაძლებლობებსაც აჩენს. გამოცდილმა მოწვეულმა სპიკერებმა, რომლებსაც თავიანთი ხანგრძლივი პროფესიული კარიერის მანძილზე უშუალოდ მოუწიათ რეგიონის ქვეყნებში დიპლომატიური საქმიანობა, აგრეთვე მათი საექსპერტო და აკადემიური კუთხით შესწავლა, საინტერესო დაკვირვება და ინფორმაცია გაუზიარეს მსმენელებს ყველა იმ აქტუალურ საკითხზე, რაც საქართველოს უსაფრთხოების გარემოს ადეკვატური შეფასებისთვის აუცილებელია. საერთო მოსაზრებით, რაც ამ დისკუსიაზე გამოიკვეთა, აუცილებელია მსგავს ან სხვა ფორმატებში სისტემატური მსჯელობის და აზრთა ურთიერთგაცვლის გაგრძელება. ლევან მიქელაძის ფონდი თავისი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში მზად არის ხელი შეუწყოს ამ პროცესს.