თამარმა ბაკალავრის ხარისხი მიიღო ვარშავაში, 2012-15 წლებში “ლაზარსკის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპამცოდნეობის განხრით. ასევე მოიპოვა ბრიტანეთის „ქოვენთრის უნივერსიტეტის“ ბაკალავრის დიპლომი იგივე სპეციალობით. საბაკალავრო ნაშრომი დაიცვა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თამარი მუშაობდა 'ბრიტანეთის საბჭო საქართველოში' მომხმარებელთა მომსახურებისა და პროექტების ასისტენტის თანამდებობაზე, სადაც ჩართული იყო ორგანიზაციის სხვადასხვა ღონისძიებებსა და საქმიანობაში.
ამჟამად სწავლობს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამაგისტრო პროგრამაზე საჯარო პოლიტიკის მიმართულებით.
თამარს მოპოვებული აქვს ორენოვანი სერთიფიკატი შვეიცარიის მიერ აკრედიტირებულ საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამაში. იგი არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ერასმუს +“-ის გამარჯვებული.
თამარი (თათი) 2015-2019 წლებში მუშაობდა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდში პროექტის კოორდინატორად. მისი მოვალეობები მოიცავდა პროექტის ფარგლებში დასახული ღონისძიებების დაგეგმვას, ორგანიზებას და განხორციელებას რეგიონებში (ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი); ანგარიშების მომზადებას, დონორთან კომუნიკაციასა და კოორდინაციას; სხვადასხვა აქტივობების მზადების პროცესსში ჩართულობას და ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებას; ეფექტურ კომუნიკაციას/კოორდინაციას პარტნიორ ორგანიზაციებთან, სახელმწიფო უწყებებთან, საელჩოებთან და დაინტერესებულ მხარეებთან; რეგიონებში აქტივობების დაგეგმვას, სამიზნე ჯგუფებთან ეფექტურ თანამშრომლობასა და სხვადასხვა სექტორის ჩართულობას პროექტის წარმატებით განხორციელებაში;
თამარი (თათი) ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, და რუსულ ენებს.