სამშაბათს, 22 მარტს, 2016, 11:00-14:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა სოფლის მეურნეობა და რეგიონალური განვითარების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა თემაზე “მცირე ფერმერები და მცირე ფერმერული კოოპერატივები”. ღონისძიების თანათავმჯდომარეები იყვნენ ბატონი ლაშა ინაური, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და ბატონი ილია კვიტაიშვილი, სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და განვითარების ინსტიტუტის დამფუძნებელი. შეხვედრა გაიმართა პროექტის “ევროკავშირის ეროვნული კონვენცია საქართველოზე” ფარგლებში.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ქართველი და უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციები.

 

პარასკევს, 11 მარტს, 2016, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში“ ფარგლებში, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა რიგით პირველი სასწავლო შეხვედრა მარნეულში. 
პროექტი ითვალისწინებს ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაღრმავებას და ამ საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებას.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედიის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა. 
შეხვედრას უძღვებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი - ეკატერინე ხოსიტაშვილი, საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ კოორდინატორი ქვემო ქართლის რეგიონში - მარიამ ლიპარტელიანი და საინფორმაციო ვებ პორტალის “ევროპა საქართველოსთვის” წარმომადგენელი მაიკო გაბულდანი.
საინტერესო დისკუსია შედგა ვიზა ლიბერალიზაციისა და ‘ღრმა და ყოვლისცმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA)’-ის შესახებ. შეხვედრა ასევე შეეხო ასოცირების ხელშეკრულების მითებსა და რეალობის თემებს. 
პროექტი ხორციელდება ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“-თან თანამშრომლობითა და ფინანსური ხელშეწყობით. 

ნატალი ჭუმბურიძე ლევან მიქელაძის სახელობის ფონდში 2019 წელს სტაჟიორის პოზიციას იკავებდა, ხოლო დღეს ის პროექტის კოორდინატორად მუშაობს. ნატალიმ 2019 წელს დაამთავრდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. სანამ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდს შემოუერთდებოდა, ნატალიმ სტაჟირება გაიარა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტში Improving Rural Development in Georgia. ნატალის ასევე მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ პროექტში. მათ შორის აღსანიშნავია ესტონეთის ატლანტიკური ასოციაციის მიერ ორგანიზებული ‘’ბალტიისპირეთ-რუსეთის შესახებ ახალგაზრდული ფორუმი’’ ვილნიუსში და ევროკავშირისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის მიერ (ICMPD) ორგანიზებული საზაფხულო სკოლა მიგრაციის შესახებ. 

ოთხშაბათს, 2 მარტს, 2016, 11:00-14:30 საათზე კანცელარიის შენობაში, 
ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა სამუშაო ჯგუფის რიგით პირველი შეხვედრა თემაზე “დიალოგი სტრატეგიულ კომუნიკაციაზე”. ღონისძიება გახსნა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქუტრებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, პაპუნა შენგელაიამ, თანათავმჯდომარეები იყვნენ სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ქალბატონი ვეკა მოდებაძე და ქალბატონი ლიკა ბასილაია-შავგულიძე, საინფორმაციო პორტალის - "ევროპა საქართველოსთვის" - მთავარი რედაქტორი, კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრის დამფუძნებელი. შეხვედრა იმართება პროექტის “ევროკავშირის ეროვნული კონვენცია საქართველოზე” ფარგლებში.

სამშაბათს 1 მარტს, 2016, 14:00-17:00 საგარეო საქმეთა სამინისტროს ტრეინინგ-ცენტრში, ჩიტაძის N4. „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა“ გამართა სამუშაო ჯგუფის რიგით პირველი შეხვედრა თემაზე „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე“. სესიის თანათავმჯდომარეები იყვნენ ქალბატონი მარიკა გაბუნია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს, საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და მიხეილ სხიერელი, რეგიონალური პროგრამის მენეჯერი -PMCG.

მარიამმა დაამთავრა Empire State College/University of New York in Prague და ბაკალავრის საერთაშორისო და ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით ორმაგი ხარისხი მიიღო. სწავლის პროცესში მან დაწერა არაერთი კვლევითი დოკუმენტი, რომლებიც ეხებოდა საერთაშორისო კონფლიქტებისა და უსაფრთხოების, თანამედროვე დიპლომატიისა და პოლიტიკური სისტემების საკითხებს. მისი სადიპლომო ნაშრომი ეხებოდა "ჰუმანიტარული ინტერვენციის საერთაშორისო სამართლებრივ და მორალურ ასპექტებს. 2014 წელს მან გაიარა ორ თვიანი სტაჟირების პროგრამა "თბილისის ბიზნეს-საკონსულტაციო ცენტრში", სადაც ტექნიკურ მხარდაჭერას უწევდა სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებს. 

 

მარიამი 2015-2018 წლებში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდში მუშაობდა კოორდინატორის პოზიციაზე. მისი მოვალეობები გულისხმობდა პროექტებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაგეგმვას, განხორციელებას, ანგარიშების მომზადებას და კომუნიკაციას დონორებთან, სამთავრობო უწყებებთან, ექსპერტებთან და პროექტის სხვა მონაწილეებთან. მარიამი აგრეთვე ადმინისტრირებას უწევდა მისი კოორდინირებით მიმდინარე პროექტების ვებგვერდებს. 

 

მარიამი ფლობს ქართულ, ინგლისურ, რუსულ და გერმანულ (საბაზისო) ენებს.

29 დეკემბერს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი და მისი ხელმძღვანელი, დავით ზალკალიანი, აბანოთუბანში დახვდნენ და უმასპინძლეს პანკისიდან ჩამოსულ 25 ბავშვს. 
პანკისის ხეობის მოსახლეობა რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება. პანკისელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, არ არიან სრულყოფილად ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. ამ ტენდენციის პრევენციისთვის, აუცილებელია მათ უფრო მეტი ყურადღება მიქცეს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ზემოთ აღნიშნული საქველმოქმედო ღონისძიება.