ხუთშაბათს, 19 მაისს, 2016, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში“ ფარგლებში, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა სასწავლო შეხვედრა ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში. აღნიშნულ ღონისძიებებში, მუნიციპალიტეტების თანამშრომლების გარდა, მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. პროექტის მიზანია ცნობიერების ამაღლება ევროკავშირის მიმართულებით და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე.
სამშაბათს, 6 მაისს 2016, 11:00-14:00 საათზე საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა სოფლის მეურნეობა და რეგიონალური განვითარების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა თემაზე „რეგიონალური განვითარების სტრატეგია“. ღონისძიების თანათავმჯდომარეები იყვნენ ბატონი ლაშა ინაური, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და ბატონი ილია კვიტაიშვილი, სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და განვითარების ინსტიტუტის დამფუძნებელი. შეხვედრა იმართება პროექტის “ევროკავშირის ეროვნული კონვენცია საქართველოზე” ფარგლებში.
პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში“ ფარგლებში 22 აპრილს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა სასწავლო შეხვედრები დმანისის N1-სა და N3 საჯარო სკოლებში. შეხვედრები მიზნად ისახავდა ადგილობრივი სკოლების მასწავლებლებისა და დამამთავრაბელი კლასის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირის, ასოცირების ხელშეკრულებისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე. მოსწავლეების მხრიდან თითოეულ დასმულ შეკითხვას გაეცა ამომწურავი პასუხი, შედგა საინტერესო დისკუსია.
1 აპრილს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა საქართველოს რეფორმების ასოციაციასთან თანამშრომლობით გამართა ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა თემაზე "ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობის წესები (Electricity Supply Reliability
Rules)". შეხვედრა ჩატარდა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებიდან. შეხვედრის თანათავმჯდომარეები იყვნენ ბატონი გიორგი შენგელია, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და ბატონი გიორგი ვაშაყმაძე ტრანს-კასპიური გაზსადენის განმახორციელებელი კომპანიის დირექტორი. შეხვედრაზე შეხვედრაზე განიხილეს ქართველი ექსპერტის, ქალბატონი ნინო მაღრაძისა და სლოვაკი ექსპერტის ბატონი პიტერ მარჩანის მიერ მომზადებული რეკომენდაციები.
სამშაბათს, 29 მარტს, 2016, 13:00 საათზე მარნეულის მუნიციპალიტეტის შენობაში, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა რიგით მეორე სასწავლო შეხვედრა ევროკავშირისა და საქართველოს თემაზე.
შეხვედრა გაიმართა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში“ ფარგლებში. პროექტი ითვალისწინებს ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაღრმავებას და ამ საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებას.