29 ივლისს 15:30 – 17:30 საათზე ქ.მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა პროექტის „ასწავლე მაცნეს - ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები“ ფარგლებში, გამართა სასწავლო შეხვედრა ქვემო ქართლის მუსლიმ სასულიერო ლიდერებთან.
15 ივლისს 11:00 საათზე ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა საქართველოს რეფორმების ასოციაციასთან ერთად გამართა ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა თემაზე "ბიომასის ეფექტური გამოყენება". შეხვედრა გაიმართა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში.
შეხვედრას უძღვებოდა ქალბატონი მაია ბითაძე - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე.
შეხვედრისთვის ადგილობრივმა ექსპერტმა, ქალბატონმა ნატალია შათირაშვილმა და სლოვაკმა ექსპერტმა, ბატონმა შტეფან სმრეკოვსკიმ მოამზადეს რეკომენდაციები, რომლებიც განსახილველად წარედგინათ სამუშაო ჯგუფის წევრებს.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ პროექტის ვებ-გვერდს www.euconvention.ge
12 ივლისს, სასტუმრო „ამბასადორში“ , ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა პროექტის „ასწავლე მაცნეს - ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები“ ფარგლებში, გამართა სასწავლო შეხვედრა ქვემო ქართლის მუსლიმ სასულიერო პირებთან.
აღნიშნულ შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს ლევან მიქელაძის ფონდის განვითარების პროგრამის დირექტორმა ქნ-მა ეკატერინე ბარამიძემ, სრულიად საქართველოს შეიხმა რამინ იგიდოვმა და ამიერკავკასიის მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელმა საქართველოში აივას მარდანოვმა.
თამთა დარსალია LMF - ში გაწევრიანდა 2019 წლის მაისში და არის პროექტის ასისტენტი, უზრუნველყოფს ტექნიკურ და ლოგისტიკურ
მხარდაჭერას ფონდში მიმდინარე პროექტებისთვის.
თამთას მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერების
ფაკულტეტზე. 2018 წლიდან ის ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა კათედრის ეროვნული და ეთნიკური კვლევების
სამაგისტრო პროგრამაზე. 2016 წლამდე მუშაობდა კვლევითი პროექტების ორგანიზატორად არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდობის თაობაში".
2016-2018 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპლექსური განვითარების კვლევითი ცენტრის საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელი.
თამთას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ადგილობრივ, საერთაშორისო კონფერენციებსა და პროექტებში.
მან ასევე თარგმნა რამდენიმე სამეცნიერო წიგნი რუსულ და ქართულ ენებზე, მათ შორის აღსანიშნავია ე.პატაშნიკი "რეფორმა რისკზე:
რა ხდება ძირითადი პოლიტიკის შეცვლის შემდეგ?".
6 ივლისს, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით გაიამრთა მრგვალი მაგიდის დისკუსია ახალციხეში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტის და მედია სექტორის წარმომადგენლებთან. დისკუსიას უძღვებოდნენ მედიაექსპერტი ბატონი ირაკლი ტაბლიაშვილი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი გიორგი ჩიტაძე. შეხვედრა ეხებოდა ასოცირების ხელშეკრულებას, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას (DCFTA).
5 ივლისს, ახალციხეში (დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში) ჩატარდა მედია ტრენინგი სამცხე ჯავახეთის რეგიონის მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრის თემები იყო: ახალი ამბების წერა თანამედროვე ჟურნალისტიკაში, აუდიტორიის ქცევა და მისი გავლენა მედია პროდუქტის დაგეგმვაზე, სოციალური ქსელების გავლენა თანამედროვე მედიაზე და სხვა მსგავსი საკითხები. შეხვედრას უძღვებოდა მედია ტრენერი ქ-ნი ეკატერინე ფირცხალავა. აქტივობა ჩატარდა პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერითა და ხელშეწყობით.
21 ივნისს 2016, 12:00-14:15 საათზე სახელმწიფო კანცელარიაში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა სტრატეგიული კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა თემაზე როგორ ვებრძოლოთ მტრულ პროპაგანდას“. ღონისძიების თანათავმჯდომარეები იყვნენ ქალბატონი მარიამ რაქვიაშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და ქალბატონი ლიკა შავგულიძე, ვებ პორტალის „ევროპა საქართველოსთვის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. შეხვედრა იმართება პროექტის “ევროკავშირის ეროვნული კონვენცია საქართველოზე” ფარგლებში.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი ექსპერტის, ქალბატონი ელენე ალადაშვილის და სლოვაკი ექსპერტის, ბატონი რადოვან ბრანიკის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.
30 მაისს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა პროექტის „ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში“ ფარგლებში გამართა პლენარული სხდომა, რომელსაც ესწრებოდა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ანდრეი კისკა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში სხვა ქვეყნის პრეზიდენტი დაესწრო და მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.