28 ივლისს, სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი თბილისი“ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით გაიმართა პროექტის „ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში“ დასკვნითი ღონისძიება.
პლენარული სესია გახსნეს სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ბ-ნმა პაველ ვიზდალმა, სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევის ცენტრის დირექტორმა, ბ-ნმა ტომაშ სტრაზაი, და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბ-ნმა არჩილ გეგეშიძემ.
სესია შედგებოდა ორი პანელისგან. პირველ პანელზე განიხილეს საქართველოს მომავალი ევროკავშირის ჭრილში. პანელის განმავლობაში სიტყვით გამოვიდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბ-ნი პეტრ მიკისკა და სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევის ცენტრის დირექტორი, ბ-ნი ტომაშ სტრაზაი. ასევე საქართველოს პროგრესული ფორუმის თავმჯდომარემ, ბ-ნმა დიმიტრი ცქიტიშვილმა გააკეთა აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომზადებული კონცეპტუალური დოკუმენტის „საქართველოს საგარეო კომუნიკაციის სტრატეგია: დიდი სტრატეგია და მორგებული მიდგომები“ პრეზენტაცია. მან ისაუბრა ძირითად მიგნებებზე და რეკომენდაციებზე.
მეორე პანელი დაეთმო საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული ენერგოეფექტურობისა, განახლებადი ენერგეტიკის პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ქ-ნმა მარიამ დარჩიამ ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკვანძო საკითხებზე. ანალიტიკური ცენტრის - „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“- ექსპერტმა ენერგეტიკის დარგში, ქ-ნმა ნატალია შათირიშვილმა ისაუბრა მის კოლეგასთან, ბ-ნი გიორგი მუხიგულიშვილთან ერთად შემუშავებულ კონცეპტუალურ დოკუმენტზე „ ენერგეტიკული უსაფრთხოების რაოდენობრივი შეფასება ინსტიტუციური და საკანონმდებლო ჩარჩო.“ დოკუმენტი მომზადდა აღნიშნული პროექტის ფარგლებში და მის მომზადებაში წვლილი შეიტანეს სლოვაკმა ექსპერტებმა ენერგეტიკის დარგში - ქ-ნმა ვერონიკა ორავცოვამ და ბ-ნმა ალექსანდერ დულებამ.
სესიას მოდერაციას უწევდა ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი - საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მუდმივი წარმომადგენელი, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე შესაბამისი სფეროს ექსპერტები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიპლომატიური მისიების თანამშრომლები.
პროექტი განხორციელდა სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობითა და SlovakAid-ისა და ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
ლევან მიქელაძის ფონდი სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევის ცენტრთან (SFPA) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში.“ ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს SlovakAid-ისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდი. პროექტის ფარგლებში, 2022 წლის 15 ივლისს, საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გაიმართა საგარეო კომუნიკაციაზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის მესამე შეხვედრა. მას ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი და სლოვაკი ექსპერტების მიერ საქართველოს საგარეო კომუნიკაციების საკითხები. საკონსულტაციო კომპანიის „ეგერია სოლუშენს“ დამფუძნებელმა პარტნიორმა, თამარ ხულორდავამ, ისაუბრა თემაზე „ საგარეო კომუნიკაცია როგორც წარმატებული საგარეო პოლიტიკა.“ ქართველმა ექსპერტმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, განიხილა საგარეო კომუნიკაციის მნიშვნელობა. ასევე, ილაპარაკა მის მიერ დაწერილი კონცეპტუალური დოკუმენტის „საქართველოს საგარეო კომუნიკაციის სტრატეგია“ შესახებ. სლოვაკმა ექსპერტმა, ონდრეი გაზოვიჩმა, გაუზიარა მონაწილეებს სლოვაკეთის გამოცდილება საგარეო კომუნიკაციის საკითხში, კერძოდ, ევროკავშირთან საგარეო კომუნიკაციის შესახებ.
შეხვედრას მოდერაცია გაუწია ღია საზოგადოების ფონდის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა, ივანე ჩხიკვაძემ.
ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის (SFPA) კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში.“ ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს SlovakAid და „ფრიდრიხ ებერტის ფონდი.”
პროექტის ფარგლებში 22 ივნისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა ენერგოუსაფრთხოების საკითხზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის მეხუთე შეხვედრა. მას ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი და სლოვაკი ექსპერტების მიერ ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე მომზადებული თემები. ქართველმა ექსპერტებმა, ნატალია შათირიშვილმა და გიორგი მუხიგულიშვილმა ისაუბრეს თემაზე „ევროპის მწვანე შეთანხმება და ენერგო უსაფრთხოება.“ ხოლო, ვერონიკა ორავცოვამ განიხილა ენერგო უსაფრთხოება სლოვაკეთში ევროპის მწვანე შეთანხმების ჭრილში.
შეხვედრას მოდერაცია გაუწიეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგეტიკის პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, მარგალიტა არაბიძემ და ანალიტიკური ცენტრის - "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" (WEG) ენერგეტიკის დარგში ექსპერტმა, გიორგი მუხიგულიშვილმა.
ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის (SFPA) კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში.“ ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს SlovakAid და „ფრიდრიხ ებერტის ფონდი.”
პროექტის ფარგლებში 21 ივნისს, ახალგაზრდობის სააგენტოში გაიმართა ახალგაზრდულ პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის დასკვნითი შეხვედრა. მას ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები, ახალგაზრდობის სააგენტოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი და სლოვაკი ექსპერტების მიერ ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხებზე მომზადებული თემები. ქართველმა ექსპერტმა, მარინა ჟვანიამ, გააკეთა 2 კონცეპტუალური დოკუმენტის პრეზენტაცია, რომლებიც ეხებოდა შემდეგ საკითხებს: საქართველოში ახალგაზრდების მუშაობის ხარისხის განვითარების უზრუნველყოფა და ახალგაზრდების მუშაობით შეძენილი უნარების აღიარებისა და დადასტურების სისტემის შემუშავება საქართველოში. სლოვაკმა ექსპერტმა, ივანა ულიცნამ განიხილა ინოვაციების დანერგვის მექანიზმი სახელმწიფო განათლების სისტემაში.
პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია. შეხვედრას მოდერაცია გაუწია „ეგერის სოლუშენს“ პარტნიორმა, ქალბატონმა ირინა ფრუიძემ.
ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის (SFPA) კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში.“ ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს SlovakAid და „ფრიდრიხ ებერტის ფონდი.”
პროექტის ფარგლებში 31 მაისს, ახალგაზრდობის სააგენტოში გაიმართა ახალგაზრდულ პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის რიგით მესამე შეხვედრა. მას ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები, ახალგაზრდობის სააგენტოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი და სლოვაკი ექსპერტების მიერ ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხებზე მომზადებული თემები. ქართველმა ექსპერტმა, მარინა ჟვანიამ, გააკეთა დოკუმენტის პრეზენტაცია თემაზე: ახალგაზრდული მუშაობით შეძენილი უნარების აღიარებისა და დადასტურების სისტემის შემუშავება საქართველოში. სლოვაკმა ექსპერტმა, ივანა ულიცნამ განიხილა სლოვაკეთში არსებული პრაქტიკა არაფორმალური გზით ახალგაზრდების უნარების აღიარების შესახებ.
პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია. შეხვედრას მოდერაცია გაუწია „ეგერის სოლუშენს“ პარტნიორმა, ქალბატონმა ირინა ფრუიძემ.