აგვისტო - ოქტომბერი, 2015 $25,000 ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი კავკასიის კვლევებისათვის, აშშ
პროექტის მიზანია სამეცნიერო ნაშრომის შემუშავება ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის (JCPOA) გავლენის ანალიზის შესახებ საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაზე, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ საკითხებზე - ”ხედვა საქართველოდან JCPOA- ს გავლენის შესახებ საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაზე” |
აპრილი 2015 $365 ბატონი ფრედერიკ პოლსენი (შემოწირულობა)
კონფერენციის ძირითადი მიზანი იყო ახლო აღმოსავლეთში არსებული პოლიტიკური ვითარების განხილვა და რეგიონის სამომავლო მოლოდინების შესახებ განსხვავებული პოზიციების და შეხედულებების წარმოდგენა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე მოლაპარაკებებს და ირანის ბირთვულ პროგრამას. ამავე დროს, ხაზგასმით აღინიშნა ირან-საქართველოს ურთიერთობები თავიდანვე დღემდე. |
1 სექტემბერი, 2014 - 30 ივნისი, 2015 $19.797 ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
პროექტის ძირითადი მიზანია სწავლის პროცესის გაუმჯობესება და ადმინისტრაციულ სფეროებში საქართველოს უნივერსიტეტებში სტუდენტების ჩართულობის გაზრდა. |
ივნისი, 2015 $995 ბატონი ფრედერიკ პოლსენი (შემოწირულობა)
ამ პროექტმა ხაზი გაუსვა 21-ე საუკუნის ევროპული უსაფრთხოების მნიშვნელობას, განსაკუთრებით ენერგეტიკულ და კიბერ უსაფრთხოებას, თავდაცვას. ფორუმმა აჩვენა ისლამური ექსტრემიზმის სერიოზული საფრთხე, არა მხოლოდ ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ფორუმმა განსაკუთრებული ყურადღება მიმართა უკრაინის კრიზისებსა და რუსეთის მიმართ და განიხილა ცენტრალური ევროპის გამოწვევები, საერთაშორისო დღის წესრიგში დამოუკიდებლად მოქმედების საფრთხეები. |
აპრილი - მაისი, 2015 $3850 ბატონი ფრედერიკ პოლსენი (შემოწირულობა); ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი, კავკასიის კვლევებისათვის, აშშ
კონფერენციის მთავარი მიზანი იყო შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, საქართველოს მიმართ აშშ-ს პოლიტიკის, ასევე მისი ამჟამინდელი და სამომავლო გამოწვევების განხილვა. ხაზი გაესვა რეგიონის შიდა და გარე ფაქტორებს, გამოცდილმა და პროფესიონალმა ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს იდეებს ახალ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას. |
მარტი - ივლისი, 2015 $34.950 ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი კავკასიის კვლევებისათვის, აშშ
პროექტის მიზანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი |
დეკემბერი 2014 - ივნისი 2015 $1,097 ბატონი ფრედერიკ პოლსენი (შემოწირულობა)
ამ პროექტის მთავარი მიზანია სტუდენტების დაჯილდოება. გრანტებითა და პრემიით მათი ფინანსური მხარდაჭერა. |
30 ოქტომბერი, 2014 $926.04 ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი კავკასიის კვლევებისათვის, აშშ
ეს პროექტი მიზნად ისახავდა რუსეთის აგრესიული ქმედებების შედეგად შავი ზღვის რეგიონის წინაშე არსებული დაბრკოლებებისა და გამოწვევების განხილვას ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევების მნიშვნელობას და წარმოდგენილი იქნა მრავალი მოსაზრება, თუ როგორ შეიძლება ამ სიტუაციის მოგვარება. |
11 ივლისი, 2014 $1,484.77 ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი კავკასიის კვლევებისათვის, აშშ
პროექტის მიზანი იყო ევროკავშირში საქართველოს მონაწილეობის მხარდაჭერა, მისი ისტორიული ფონისა და პოტენციალის გათვალისწინებით. კონფერენციაზე ასევე ხაზი გაესვა ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობას, რომელიც ქვეყნისთვის მრავალ უპირატესობასა და სარგებელს ითვალისწინებს. |
6 მაისი, 2014 $6,032.13 კარნეგის ფონდი
კონფერენციის ძირითადი მიზანი იყო ხაზი გაესვა ევროკავშირში საქართველოს წევრობის მნიშვნელობაზე, სადაც მნიშვნელოვანი დისკუსია დაეთმო აშშ-ს პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. |