13 თებერვალს, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამუშაო ჯგუფის რიგით მე-4 შეხვედრა თემაზე - „რეკომენდაციები გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვეციისადმი წარსადგენი მეოთხე ეროვნული შეტყობინებისა და მეორე ორწლიანი განახლებადი ანგარიშის მოსამზადებლად“. შეხვედრის თანათავმჯდომარეები იყვნენ ქ-ნი ეკატერინე გრიგალავა - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე და ბ-ნი გიორგი მუხიგულიშვილი, WEG (World Experience for Georgia). შეხვედრა გაიმართა პროექტის "ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში" ფარგლებში. პროექტის შესახებ დამატებითი ინფომაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს www.euconvention.ge

12 თვე ( დეკემბერი 2015- იანვარი 2017) 35,954 $ ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

მიზანი: ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში (ქვემო ქართლი- დმანისი, მარნეული; სამცხე-ჯავახეთი -  ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა) შესაძლებლობების განვითარება და ცნობიერების ამაღლება, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების და ევროპული ღირებულებების თემებზე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.

 

31 იანვარს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრსა და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი.

30 იანვარს 12:30 საათზე, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა პროექტის, „ასწავლე მაცნეს - ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები“, შემაჯამებელი კონფერენცია.