2017 წლის 15 მაისიდან  „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი“   ჰოლანდიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით იწყებს 12-თვიან პროექტს  - " ასწავლე მაცნეს". 

ეს არის 2016-2017 წლებში განხორციელებული პროექტის - " ასწავლე მაცნეს -ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები" ერთგვარი გაგრძელება, მაგრამ უფრო გაფართოებული ფორმატით.

პროექტის მიზანია უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობა,   ასევე დისკრიმინაციისა და სტიგმატიზაციასთან ბრძოლის მიზნით რელიგიური ლიდერების შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა დაცვისა და შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით.

პროექტის სამიზნე ჯგუფები არიან რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები საქართველოში  - მუსლიმი, კათოლიკე და სომხური სამოციქულო ეკლესიის სასულიერო პირები და მათი მრევლი. პროექტის ფარგლებში ჩატარდება სასწავლო შეხვედრები ტოლერანტობაზე,რელიგიის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე.

2017 წლის 25 მარტს საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავი შესრულდა. ამ ხნის მანძილზე ეს ურთიერთობები აღმავალი მიმართულებით ვითარდებოდა და, შედეგად, ორ ქვეყანას თანამშრომლობის მეტად მჭიდრო დღის წესრიგი აკავშირებს.

პროექტი „საინფორმაციო კამპანია ევროკავშირთან საქართველოს უვიზო რეჟიმი“ ხორციელდება „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური ხელშეწყობით.

1-ლი მარტი, 2017 - 30 ნოემბერი, 2017 €101,492 ნიდერლანდების სამეფოს საელჩო თბილისში

პროექტის მიზანია საზოგადოების ინფორმირება ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის შესახებ და საინფორმაციო კამპანიის განხორციელების პროცესში აქტიური ჩართულობა. 

24 თებერვალს, 10 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით გაიმართა საპანელო დისკუსია თემაზე: “საქართველო ცვალებად საერთაშორისო გარემოში“. 

2017 წლის 17 თებერვალს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ , ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით გაიმართა პროექტის "ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში" დასკვნითი ღონისძიება.

16 თებერვალს, 12:00 საათზე, ლევან მიქელაძის ფონდის ორგანიზებით გაიმართა სტრატეგიული კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფის მე-5 შეხვედრა, სადაც წარადგინეს და განიხილეს დოკუმენტი - "საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კომუნიკაციის სამთავრობო სტრატეგია 2017-2020 წლებისთვის".

დოკუმენტის მომზადების პროცესი წარიმართა აქტიური თანამშრომლობით სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტის „ასოცირების შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში" ხელშეწყობით. დოკუმენტის ნატოს ნაწილი მოამზადა ბ-ნმა გიორგი მუჩაიძემ, ხოლო ევროკავშირის ნაწილზე იმუშავა ბ-მა ივანე ჩხიკვაძემ.