2016 წლის 4 ნოემბერს ლევან მიქელაძე ქართული დიპლომატიის განვითარების, საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმატებით განხორციელებისა და ქართული სახელმწიფოებრიობის გაძლიერების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და აღმატებული ღვაწლისათვის გარდაცვალების შემდეგ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვდა.