“ასწავლე მაცნეს - ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები”, ფარგლებში რიგით მეხუთე სასწავლო შეხვედრა ქვემო ქართლის მუსლიმ სასულიერო ლიდერებთან

შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს შეიხი რამინ იგიდოვი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი იასინ ალიევი , ქვემო ქართლში მოღვაწე მუსლიმი სასულიერო პირები და ეთნიკურად აზერბაიჯანელი სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საქართველოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში.

შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგნენ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ მოწვეული ექსპერტები: ოლივერ რაისნერი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ევროპისმცოდნეობისა და კავკასიოლოგიის მიმართულებით, ვახუშტი მენაბდე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით და ვანო ჩხიკვაძე - ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო . შეხვედრას უძღვებოდა ჟურნალისტი, ბ-ნი ირაკლი ტაბლიაშვილი.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში ევროპეიზაციის მახასიათებლებსა და შედეგებზე , განიხილეს ის რეფორმები, რომლებიც საქართველომ გაატარა ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) ფარგლებში. საინტერესო დისკუსია შედგა ექსპერტის , ვახუშტი მენაბდის, მიერ მომზადებულ ინტერაქტიულ სავარჯოშოებზე, რომლებშიც ასახული ოყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რელიგიურ უმცირესობათა კუთხით ყველაზე გახმაურებულ საქმეთა ანალოგები.

პროექტის, „ასწავლე მაცნეს - ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები“, მიზანია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სასულიერო ლიდერების ცნობიერების ამაღლება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე. პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით

7-11-2016